მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები - ნონა ქურასბედიანი და ლანა ლექვინაძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.
ეს ის პედაგოგები არიან, რომლებიც სკოლის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობენ და ცოდნის პოპულარიზაციის ეროვნულ საქმეში ჩვენს გვერდით დგანან.
„დიდ მადლობას გიხდით გამოჩენილი ყურადღებისთვის, რომელმაც ძალიან გამახარა. წარმატებას ვუსურვებ თქვენს არაჩვეულებრივ გუნდს. სიყვარულით და პატივისცემით“- გვწერს ნონა ქურასბედიანი, რომელმაც დიპლომი სკოლაში თვალსაჩინო ადგილას განათავსა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი
„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“