მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგმოდულზე: „ბავშვთა უფლებების დაცვა სასკოლო გარემოში“
ტრენინგის განმავლობაში მსმენელები განიხილავენ და შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
ბავშვი, როგორც განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი;
ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობა;
ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით რეგლამენტირებული ბავშვის უფლებები;
ბავშვთან ურთიერთობისას დაკავშირებული და გასათვალისწინებელი გარემოებები;
ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა;
ბავშვთან დაკავშირებული შეზღუდვები, ძალადობა/ბულინგი;
ბავშვის სასკოლო ცხოვრება და მასწავლებლის მნიშვნელოვანი როლი;
ბავშვის განვითარების მახასიათებლები - შესაძლებლობები და შეზღუდვები;
არასრულწლოვანთა დანაშაული - მიზეზები, პრევენცია, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გზები;
არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური ასპექტები;
საქართველოს კანონმდებლობით რელამენტირებული ბავშვის უფლებები.
რეგისტრაციის ვადა: 24-დან 30 ივნისის ჩათვლით.
ტრენინგის დაწყების დრო: 4 ივლისიდან ეტაპობრივად.
ხანგრძლივობა 12 საკონტაქტო საათი (დღეში 3 საათი).
ფორმატი: ონლაინ რეჟიმი Microsoft teams პლატფორმაზე.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეები მიიღებენ ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
აქტივობა ასახული იქნება სქემით გათვალისწინებული სავალდებულო საათების ფარგლებში. რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვრელს პედაგოგებსაც მიულოცეს