სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონმა“ გზა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას დაულოცა“- სამტრედიის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
24-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციადქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

23 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი სამტრედიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 58 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბრობენ:

ნინო ონიანი, სამტრედიის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ წლებია არაჩვეულებრივ საქმეს ემსახურება. ინტელექტუალური კონკურსი არა მხოლოდ სასკოლო განათლებაზეა ორიენტირებული, არამედ უფრო ფართო განათლებაზე. ბავშვები უფრო მეტად კითხულობენ, აზროვნებენ და ამიტომ, ამ ღონისძიებაში მათი ჩართულობა მისასალმებელია. ჩვენი მოსწავლეები პროექტში ყოველთვის აქტიურად, წარმატებით მონაწილეობა მე თავადაც პირადად ვესწრებოდი სატელევიზიო ჩაწერებს და ძალიან აზარტული თამაში იყო. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონმა“ გზა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას დაულოცა, მისცა შესაძლებლობა თავისი ცოდნა და შესაძლებლობები გამოევლინათ.

მანანა ხაზალია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებისთვის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სკოლის თვითშეფასებაზე მუშაობისას „ეტალონში“ ჩვენი მონაწილეობის მაგალითებიც კი მოვიყვანეთ. ზოგადად, ინტელექტუალური თამაშები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ხელს ინტელექტის განვითარებას უწყობს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით „ეტალონის“ მეგობარი თუ პირიქით, „ეტალონია“ ჩვენი მეგობარი. ეს ურთიერთობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის დაუღალავ შრომას ძალიან დიდ შეფასებას ვანიჭებ.

ეკატერინე ჯამბურია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მოსწავლის ინტელექტუალური ზრდისთვის მნიშვნელოვანია; ასევე, დამოუკიდებლად მუშაობის პრინციპი და ამიტომ, ჩემს თითოეულ მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად ვურჩევ, რათა აიმაღლონ ინტელექტი, გახდნენ უფრო გაბედულები და მოტივირებულები. ჩემი შვილიც აქტიურად მონაწილეობს „ეტალონში“; მომდევნო სასწავლო წლის დაგეგმვისას, შევიმუშავებთ ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც დაგვეხმარება, მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩავრთოთ ჩემპიონატებში.

ნათელა შენგელია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია და მასში მონაწილეობით ბავშვებიც, პედაგოგებიც დაინტერესებულები არიან. მინდა ჩემი მოსწავლეები პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ და ამისთვის, მათ მაქსიმალურად ვუწყობ ხელს. „ეტალონს“ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ვთვლი, რომ ზოგადი განვითარება ბავშვებისთვის უპირველესია და სწორედ ამას ემსახურება ინტელექტ-ჩემპიონატი.

ვაჟა კუცია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად არიან ჩართულები. კონკურსი მათ საშუალებას აძლევს თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოამჟღავნონ. ვფიქრობ, „ეტალონში“ მოსწავლეები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ, რადგან: გაიღრმაონ ცოდნა, გაიმდიდრონ ერუდიცია და ინტელექტუალურად განვითარდნენ. წლებია „ეტალონში“ აქტიურად ვმონაწილეობთ და პროექტს მხარდაჭერას ვუცხადებთ.

ციალა ძნელაძე, აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ მოსწავლეების განვითარებისთვის ნამდვილად ძალიან კარგია. „ეტალონი“ ბავშვებს უამრავ საჭირო უნარებს უვითარებს, რომლებიც მომავლისთვის აუცილებელია მათ შორის, ეზრდებათ: შემოქმედებითი უნარები, სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას და კომუნიკაციას. პირადად მე „ეტალონი“ ძალიან მომწონს და პროექტს მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ.

ნინო ნიკოლეიშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეები I ეტაპში მონაწილეობდნენ, გადავიდნენ შემდგომ საფეხურზე და იმედი გვაქვს „ეტალონთან“ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ვთვლი, რომ მოსწავლეები პროექტში აქტიურად უნდა ჩაერთონ, რათა საკუთარი ცოდნა გაიღრმაონ. მათთვის „ეტალონი“ საუკეთესო საშუალებაა, რათა სწავლის სურვილი და მოტივაცია გაეზარდოთ, ასევე სერტიფიკატებსაც იღებენ. ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ჩვენ მხარს ვუჭერთ.


ასევე იხილეთ:

სამტრედიის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

სამტრედიელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„აღმზრდელმა 2 წლის ბავშვს უყვირა და წაქცეული ხელით გამოათრია“ - საქმეზე გამოძიება დაწყებულია  

1-წლიანი და 2-წლიანი მაგისტრატურა - დამტკიცდა დარგობრივი მახასიათებელი კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის

„ხელოვნურმა ინტელექტმა არასოდეს უნდა ჩაანაცვლოს ადამიანური ელემენტები“ - 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა

სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

რა ვალდებულებები აქვთ პედაგოგებს - იხილეთ ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რომელიც პროფესიული განათლების მასწავლებლება უნდა დაიცვან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საზეიმოდ გმოწყობილმა მოსწვალეებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს და 2025 წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცეს 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

დღე ემოციებით სავსე, ხალისიანი და დაუვიწყარი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის 

მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში

საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება