სიახლეები
სკოლები

ვახტანგისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
24-06-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

კონკურსში ოქროს სიგელები მოსწავლეებმა: სევინჯ ისაევამ (XI  კლასი), მუხსარა კოჯაევამ (XI კლასი), აიშა ხალილოვამ (XI კლასი), ასიმა მუსაევამ (XI კლასი) და ნასიბ ხალილოვმა (X კლასი) დაიმსახურეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის I ეტაპში მონაწილეობისთვის კი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი შემდეგ მოსწავლეებს მიენიჭათ:

  • ფათიმა აბდულაევა (IX კლასი);
  • რავანა ხალაფოვა (IX კლასი);
  • ფირუზა ნოვრუზოვა (IX კლასი);
  • სიბელ ომაროვა (IX კლასი);
  • სემანურ მამედოვა (IX კლასი).
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

23 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი დღეს, 24 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება