მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორ ლიანა დოლიშვილს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის. . .
- წმინდა ტაძარი სადაც უწყვეტი 40 წელია ვმუშაობ. სკოლაში იბადება და იზრდება მომავალი თაობა.
- მოტივაცია მემატება, როცა. . .
- ჩემი შრომა, განათლების სფეროში ჰგავს ფესვმაგარ, ტოტებგაშლილ ხეს, რომელიც ნაყოფს გვაძლევს. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რა თქმა უნდა, ნაყოფში ვგულისხმობ ჩემს მოსწავლეებს.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .
- დიდ ტკივილად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა მათ ვუსურვებ წინსვლას, წარმატებას და ყოველივე კარგს ცხოვრებაში.
- განათლების სისტემას სჭირდება. . .
- აქტიური, პერსპექტიული, განათლებული, სიახლეების ძიებაში მკვლევარი და მოსწავლეების მიმართ კეთილგანწყობილი პედაგოგი.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .
- სიახლეებით, განხორციელებული პროექტებით, მოსწავლეთა წინსვლით.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .
- მოსწავლეებს შეუქმნან საინტერესო, ხალისიანი და ტკბილად მოსაგონარი არდადეგები.
- სასწავლო წლის დასასრულს. . .
- მინდა მადლობა მოვუხადო ჩემს მასწავლებლებს, გაწეული მუშაობისთვის, მოსწავლეებს და მათ მშობლებს მხარში დგომისთვის, რესურს-ცენტრს სიახლეების მოწოდებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.