სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს“- თელავის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
24-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

23 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი თელაველი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 56 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „თელავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბრობენ:


ქეთევან ველთაური, თელავის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს და ამისთვის „ეტალონს“ ძალიან დიდი მადლობა. ჩემი შვილიც აქტიურად მონაწილეობს პროექტში, II ეტაპზე გადავიდა და ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან მისი საშუალებით უკეთ ვითარდებიან. აქტიურობა პედაგოგების მხრიდანაც ძალიან დიდია. პროექტით პირადად მე, როგორც მშობელი და ხელმძღვანელი კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ გონებრივ ზრდაზეა მორგებული. ბავშვებს უვითარდებათ - ლოგიკური აზროვნება და წაკითხულის გააზრების უნარები. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მაღალი დონის სააზროვნო კითხვებია და ამ ტესტების შემქმნელებს ძალიან დიდი მადლობა.

მარიამ ნაცვლიშვილი, თელავის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ ვფიქრობ, მოსწავლეების განვითარებას ემსახურება და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ბავშვების აქტიურობით კმაყოფილი ვარ. პროექტს პირადად მე მხარს ვუჭერ, რადგან მომწონს. „ეტალონის“ საშუალებით ბავშვები პირველ რიგში ხდებიან გამბედავები, კონკურენტუნარიანები, უვითარდებათ აზროვნების უნარები და ასევე, სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარებს ეუფლებიან. გამოკითხვა, თუნდაც ეს ონლაინ იყოს მოგეხსენებათ, პატარა სტრესთან მაინც არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ბავშვი სწავლობს, როგორ გადალახოს დაძაბული სიტუაცია, როგორ გადაჭრას პრობლემა და იპოვოს გამოსავალი.

მაია სილაგაძე, თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც სკოლა ამ პროექტში შედეგს დებს ეს ცოტას არ ნიშნავს. „ეტალონის“ პროექტში ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს და საპრიზო ადგილებსაც ვიკავებთ. ვფიქრობ, პროექტში თითოეული მონაწილე აქტიურად უნდა ჩაერთოს, რადგან პირველ რიგში უვარჯიშდებათ აზროვნება, რაც მნიშვნელოვანია ასევე, ეჩვევიან თუ როგორ იმუშაონ საკუთარი თავის განვითარებაზე და შესაბამისად, შედეგიც სახეზეა ხოლმე.

ლია ლეშკაშელი, თელავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო რომ ეს ინტელექტუალური ჩემპიონატია. ვფიქრობ, პროექტის საშუალებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარები უვითარდებათ და ცოდნის დონესაც მატებს. წლებია პროექტში აქტიურად ვმონაწილეობთ, რადგან მართლა კარგი პროექტია და წარმატებებსაც ვაღწევთ.

ნინო ჯავახიშვილი, თელავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ ისეთი შემეცნებითი პროექტია, რომელიც მოსწავლეებში აკადემიურ და კოგნიტურ უნარებს ავითარებს. ზუსტად ამიტომ მომწონს მეც ეს პროექტი. ყველანაირად ვუწყობთ მოსწავლეებს ხელს, რომ მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ. ჩვენი პედაგოგებიც ჩართულები არიან და როგორც ვფლობ ინფორმაციას, რაც ძალიან მახარებს - პროექტი ჩვენს სკოლაში კარგად მიმდინარეობს, აქტიურობაც მაღალია და ვფიქრობ, შედეგებიც კარგი იქნება. „ეტალონი“ ბავშვებს გარდა აკადემიური და კოგნიტური უნარებისა ასწავლის სოციალიზაციას, ურთიერთთანამშრომლობას, ეფექტურ კომუნიკაციას და ყველა იმ უნარს, რაც 21-ე საუკუნის ახალგაზრდას სჭირდება.

ნანა თვალიაშვილი, თელავის N9 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მივესალმები და ვთვლი, რომ მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც ბავშვები სახლში იყვნენ თითქოს სტიმული დაკარგეს, მაგრამ ამ ფონზე პროექტში მოსწავლეების აქტიურობა მაღალია. პროექტს ჩვენი სკოლა მხარს უჭერს და ვთანამშრომლობთ. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდი ძალიან კარგად მუშაობს. პროექტის საშუალებით ბავშვები საკუთარი ცოდნის მობილიზებას ახდენენ, შემდეგ კი თავისთავად ინტერესი უჩნდებათ ლიდერთა შორის მოხვდნენ, რაც თავისთავად მოტივაციას ზრდის, მეტი ისწავლონ. მონაწილეები ერთმანეთში ტესტირების შესახებ ინფორმაციის გაცვლითაც კი მათ გარშემო პროექტით ძალიან ბევრი ბავშვი ინტერესდება.


ასევე იხილეთ:

თელავის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

თელაველი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

გამოქვეყნდა პეტიცია - „დააბრუნეთ საგამოცდო პროგრამაში აქტუალური ქართული ლიტერატურა“

ჩვენს ბავშვებს სამსახიობო ნიჭი აქვთ და გვინდა, მისი წარმოჩენა შეძლონ



ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

სკოლები

სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს 

ამჯერად, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ფარგლებში მეორე კლასში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება