მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021 -2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის დირექტორ კატო კერესელიძეს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის. . .
- მეორე სახლი.
- მოტივაცია მემატება, როცა. . .
- მოსწავლეს დავაინტერესებ და მისგან მოდის სწავლის სურვილი.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .
- გული მწყდება, რომ აღარ იქნებიან სკოლაში, მაგრამ ვლოცავ, რომ იყვნენ წარმატებულები, გამოადგნენ საკუთარ თავს, ოჯახს, სკოლას, ქვეყანას.
- განათლების სისტემას სჭირდება. . .
- სკოლები უნდა იყვნენ აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, კარგი სახელმძღვანელოებით, სასწავლო დროის ხანგრძლივობა ჩვენთან კლიმატს უნდა იყოს მორგებული.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .
- ხელი შეგვიშალა დისტანციურმა სწავლებამ, მიუხედავად ამისა მაინც ერთვებოდნენ სხვადასხვა პროექტებში, ჩატარდა ღონისძიება. მიმდინარე სასწავლო წელს სკოლას მიენიჭა ჩვენი სოფლის შვილის რევაზ ინანიშვილის სახელი.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .
- მათმა შვილებმა იკითხონ ლიტერატურა და დაიხმარონ შვილები საოჯახო საქმიანობაში.
- სასწავლო წლის დასასრულს. . .
- იმედი მაქვს შემდეგი სასწავლო წელი იქნება მშვიდობიანი, აღარ მოგვიწევს დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა. სკოლა იმუშავებს ადრინდელი რეჟიმით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.