სიახლეები
სკოლები

„თანადგომა, თანაგრძნობა, ერთიანობა“ - მუხრანის N1 საჯარო სკოლაში აქცია-კონცერტი გაიმართა
24-06-2022
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში აქცია-კონცერტი სახელწოდებით - „თანადგომა, თანაგრძნობა, ერთიანობა“, გაიმართა. 

მისი ორგანიზატორები მუსიკის პედაგოგები იყვნენ. მასში მოსწავლეებთან ერთად, თავად მუსიკის პედაგოგები-  მაია ბედიანაშვილი და ია ბურჭულაძე-ჯავახიშვილი მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

კონცერტი უკრაინის მხარდამჭერი იყო და მან მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„სკოლაში ჩატარებულ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას თუ პროექტს შორის, განსაკუთრებით გამოირჩევა მუსიკის პედაგოგების მიერ განხორციელებული აქცია -კონცერტი სახელწოდებით -„თანადგომა, თანაგრძნობა, ერთიანობა!“
კონცერტზე აჟღერებულმა ჰანგებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკის თანხლებით მოუთხრო 24 თებერვალს დაწყებული ომის მოვლენები და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა და თანაგრძნობა და ერთიანობა გამოხატა. 
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარდამჭერ ათასობით ადამიანს სკოლის პედაგოგიური კოლექტივიც შეუერთდა და საქველმოქმედო ფონდში გადარიცხული თანხით თავისი წვლილი შეიტანა, უკრაინელი ხალხის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის საქმეში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია

კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“


ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი

სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს 

ლამაზი და სასიამოვნო დღის ბოლოს სკოლის დირექციამ ყველა მოსწავლეს მიულოცა შობა-ახალი წელი


მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება