სიახლეები
სიახლეები

ბავშვებისთვის 270-ლარიანი დახმარება განისაზღვრა
24-06-2022
-
+


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით, გაიცემა დახმარება ვაუჩერის სახით და მისი ღირებულება 270 ლარია.

ერთჯერადი დახმარების პროგრამა ითვალისწინებს:

ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57 000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსებას:

ა.ა) ოჯახის ორ წლამდე – ერთ ბავშვს ერთი ვაუჩერი;

ა.ბ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ტყუპები – თითოეულს – ერთი ვაუჩერი;

ა.გ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.დ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ბავშვი),  დამატებით – ერთი ვაუჩერი;

ა.ე) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,    დამატებით – ერთი ვაუჩერი;

ა.ვ) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც)  ომის ვეტერანია,  დამატებით – ერთი ვაუჩერი;

ა.ზ) ოჯახს, სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი,  დამატებით – ერთი ვაუჩერი;

ა.თ) ოჯახს, სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც)  ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია,  დამატებით – ერთი ვაუჩერი.

ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგებისთვის (ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი) – ერთჯერადი ფულადი დახმარება.

ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველმა პირმა (ბენეფიციარი), მშობელმა ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა, განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვრელს პედაგოგებსაც მიულოცეს

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება