მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
30 ივნისს თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სრულდება და ისიც ცნობილია, რომ საზაფხულო ბაღები წელსაც არ იქნება. ამის მიზეზად თბილისის ბაღების სააგენტომ არსებული კოვიდრეგულაციები დაასახელა, რომელიც სააღმზრდელო დაწესებულებების მიმართ ჯერჯერობით არ შემსუბუქებულა.
თუმცა, როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში საზაფხულო ბაღები იმუშავებს. მაგალითად, ქუთაისში, 3 საზაფხულო ბაღი იქნება, თელავში კი 2... აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, რეგულაციები მხოლოდ თბილისის ბაღებზე რატომ გავრცელდა და რეგიონების სააღმზრდელო დაწესებულებებზე არა.
საკითხის გასარკვევად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით, სადაც გვიპასუხეს, რომ საზაფხულო ბაღები წელს ნამდვილად არ იმუშავებს ეს საკითხი გადაწყვეტილია, სხვა მუნიციპალიტეტები კი თავად წყვეტენ აღნიშნულ საკითხს.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღები ხუთშაბათიდან იკეტება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.