სიახლეები
სიახლეები

რა ტიპის დაფინანსება ელოდებათ სტუდენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
27-06-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც უნიკალურია დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. უნივერსიტეტი176 კვ/მ-ზე გადაშლილი ყველაზე მზარდი და ევროპული საუნივერსიტეტო ქალაქია. დღეს KIU-ში 700-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი არაერთ სიახლეს აანონსებს აბიტურიენტებისა და KIU-ში სწავლის მსურველთათვის. 

KIU-მ საგანმანათლებლო საქმიანობარამდენიმე წლის წინ დაიწყო და პირველი სტუდენტებიც ორი წლის წინ მიიღო. მიუხედავად ამ მცირე დროისა KIU, სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში არსებული ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგების სათავეში მოექცა (2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით).საინტერესოა ის  პროგრესი და შედეგები, რომლებსაც KIU-მ  ფუნქციონირების მეორე წელს მიაღწია: გაორმაგებულია წარმატებულ სტუდენტთა რაოდენობა, გაზრდილია სტუდენტ გოგონათა მაჩვენებელი; მხოლოდ ორ წელიწადში უნივერსიტეტმა ჩაატარა და უმასპინძლა ასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი დონის ღონისძიებასა და სტუმარს, საფუძველი ჩაუყარა სხვადასხვა პროექტს, ფესტივალს, კონკურსს, საზაფხულო თუ საზამთრო სკოლას და ოლიმპიადას.

2022-23 სასწავლო წელს KIU სტუდენტების ახალ ნაკადს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს.  წელს უნივერსიტეტში სიახლეა და სამაგისტროდა სადოქტოროპროგრამებიც დაემატება. დაარსების დღიდან უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. ევროპელი პარტნიორებისგან მიმდინარე წელს KIU-მ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა და იგი მიიჩნიეს, როგორც ყველაზე ინოვაციური და მზარდი  საგანმანათლებლოცენტრი, რომელიც „მწვანე უნივერსიტეტის“ კონცეფციაზეა დაფუძნებული, რაც ითვალისწინებს ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და სანიმუშო სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას, როგორც საქართველოში ასევე მთლიანად რეგიონში.

საქმიანობის ორი წლის მანძილზე KIU-მ ევროპელ და ქართველ პროფესორებთან, უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა. პროექტების ფარგლებში სტუდენტებიაქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობებში. ისინი მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსებსა და გაცლით პროექტებში.

KIU სტუდენტების მრავალფეროვან ცხოვრებას კამპუსზე საგრანტო პროგრამით უწყობს ხელს. სტუდენტებს აქვთ საშუალება შეიტანონ პროექტი და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა საინტერესო ინიციატივისათვის, რაც უნივერსიტეტში მათ განვითარებას და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას შეუწყობს. ამ ეტაპზე ასეთი 10-მდე სტუდენტური პროექტია დაფინანსებული სტუდენტური გრანტების საგრანტო პროგრამის ფარგლებში. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს 1 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტით.

KIU-ს სტუდენტების თითქმის ნახევარი სარგებლობს უნივერსიტეტის დაფინანსებით და სტიპენდიებით



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (შემდგომში "KIU").

ბაკალავრიატის სწავლის გადასახადი წელიწადში  საქართველოს მოქალაქეებისთვის არის 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის მერყეობს (ფაკულტეტების მიხედვით) 3 220-დან 5 500 აშშ დოლარამდე. KIU-ს სტუდენტების 46% იღებენ სხვადასხვა ტიპის დაფინანსებას.

KIU-ს სტუდენტების 83% იღებს სწავლის დაფინანსების სახელმწიფო გრანტს (სწავლის საფასურის 50, 70 ან 100 პროცენტიანი დაფინანსება). 

KIU-ს სტუდენტების 46% იღებს სხვადასხვა სახის გრანტს უნივერსიტეტისგან.KIU-ს აქვს სტუდენტების დაფინანსების რამდენიმე სახეობა, კერძოდ:

  • სტუდენტების სწავლის დაფინანსება
  • სტიპენდია (მათ შორის, KIU-ს სტიპენდია და რექტორის სტიპენდია)
  • საერთო საცხოვრებელში ცხოვრების გრანტი
  • სტუდენტების კვების და სხვა ხარჯების დაფინანსებაანუ KIU-ს ბარათი.

პროცენტულად KIU-ს მიერ გაცემული გრანტით სტუდენტების დაფინანსებაშემდეგნაირად გამოიყურება: 

დაფინანსების
ტიპი

სტუდენტების კატეგორია

% მაჩვენებელი მთლიან დაფინანსებაში

1

სწავლის საფასური

სოციალური და აკადემიური

17%

2

KIU სტიპენდია

 აკადემიური

26%

3

რექტორის სტიპენდია

აკადემიური

5%

4

საერთო საცხოვრებლის საფასური

სოციალური და აკადემიური

48%

5

KIU ბარათი (კვება)

სოციალური

4%

KIU-ს საგრანტო ფონდი საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებს, რომლებიც არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო და საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულები, ინოვაციების კონკურსების გამარჯვებულები, ასევე მიეკუთვნებიან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს (წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით) KIU მრავალფეროვან საგრანტო პროგრამას სთავაზობს, მათ შორის: სწავლის დაფინანსებას, კამპუსში სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსებას, KIU სტიპენდიას, KIU ბარათს, რექტორის სტიპენდიას (რექტორის ფონდი კიდევ ერთ-ერთი დამატებითი საქველმოქმედო პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც წარმატებული სტიპენდიანტები იღებენ დაფინანსებას). 

ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის ვადით, საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლით. დაფინანსების შესანარჩუნებლად ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის შიდა მოთხოვნები და ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და არანაკლებ 51 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში.

დეტალები KIU-ს საგრანტო ფონდის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

დეტალური ინფორმაცია KIU-ს შესახებ იხ: www.kiu.edu.ge

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება