მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ფერწერული ნამუშევრები შექმნეს. მათ კომპლექსური დავალების პროდუქტი - თავიანთი ინდივიდუალური ხედვით შექმნილი ნამუშევრები, წარამატებით წარადგინეს.
ისინი აქტივობაში, ხელოვნების პედაგოგ ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებს დავალების შესრულებაში ამ საგანში ნასწავლი მასალა დაეხმარათ. მათ შეისწავლეს კომპოზიციური განაწილების ხერხები (სიმეტრია, ასიმეტრია, დიაგონალური, ფრაგმენტული, უსაგნო), ნახეს მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ელექტრონული რესურსი, სადაც განხილული იყო კომპოზიციური განაწილების ხერხები ცნობილ მხატვართა ნამუშევრებში.
მათ ფილმი „სიყვარულით ვინსენტი“ ნახეს.
გავიხილეს ძირითადი, ცივი, თბილი, კონტრასტული ფერები. მონასმი . ნახეს ფილმი ,,სიყვარულით ვინსენტი“, სადაც კარგად ჩანდა, როგორი პრინციპით მუშაობდა მხატვარი(მონასმი, იმპასტო).მიღებული ცოდნის საფუძველზე შექმნეს ნამუშევრები.
მეექვსეკლასელებმა თავიანი ნამუშევრების შესახებ თავად ისაუბრეს.
„მოსწავლეებმა ნამუშევრის წარდგენისას ამომწურავი და ემოციური პასუხი გასცეს კითხვებს.
ნიკოლოზი: ჩემი ნახატი სიმეტრიულია. სიმეტრიული კომპოზიცის იდეა გამიჩნდა კომპლექსური დავალების ეტაპების გავლისას,როცა ვნახე რაფაელის ,,რაინდის სიზმარი“. რადგან სურათი ნაღვლიან ამბავს აღწერს ცივი ფერები გამოვიყენე.
შოთიკო: ნახატის შესაქმნელად გამოვიყენე წითელი, ყვითელი, ლურჯი. ძირითად ფერებს დავამატე თეთრი და შავი. ამ ფერებით ასოცირდება ჩემთვის ბათუმი, აჭარა , საიდანაც ვარ წარმოშობით და ჩემი შექმნილი ნამუშევარი კარგ განწყობას მიქმნის.
გიორგი: ორი კონტრასტული ფერი გამოვიყენე ყვითელი და შავი. წინა პლანზე ხეები დავხატე, უკან სოფელი ჩანს. სიმყუდროვე და სიმშვიდე გადმოვეცი.
მიშიკო: ჩემი განწყობის გამოსახატავად შევქმენი აბსტრაქტული ნახატი. გამოვიყენე დაშხეფების ტექნიკა, დრიპინგი. ეს იდეა გამიჩნდა მას შემდეგ რაც ვნახე ჯექსონ პოლოკის ნამუშევრები მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში.
ალექსანდრე: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სიმეტრიის ღერძის გამოყენება კულმინაციად . ნამუშევრის შესრულებისას გამოვიყენე მკვეთრი მონასმები. ფილმში ,,სიყვარულით ვინსენტი“, ვან გოგის შემოქმედების გაცნობისას, განსაკუთრებით მოვიხიბლე მკვეთრი მონასმებით და მეც ვცადე იგი გამომეყენებინა ჩემს ნამუშევარში.
უსმენ ამ ბავშვებს და ასკვნი, კომპლექსურმა დავალებამ მიზანს მიაღწია. მასწავლებელმა მიზანმიმართმულად, შედეგიანად განვლო კომპლექსური დავალების ეტაპები მოსწავლეებთან ერთად, რომლებმაც ფერწერულ ნამუშევარში სახვითი ხელოვნების ხერხებით, ელემენტებით, პრინციპებით თავიანთი განწყობილება საინტერესოდ გადმოცეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას