მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ მამულაშვილი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.
თამარ მამულაშვილი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.
პედაგოგის თქმით, შრომის აღნიშვნამ და დაფასებამ უზომოდ გააბედნიერა და მისცა უზარმაზარი სტიმული გააგრძელოს საყვარელი საქმე უფრო მეტი მონდომებითა და შემართებით.
„როდესაც წინარეხის საჯარო სკოლაზეა საუბარი, გულგრილი ვერასოდეს ვერ ვარ. პირიქით, მისი სახელის გაჟღერება, ჩემი სახელის და გვარის გაჟღერებად მიმაჩნია ფართო ასპარეზზე, მისი წარმატება ჩემი წარმატებაცაა, მისი თითოეული გამარჯვება, ჩემი გამარჯვებაცაა. ჩემი სულის და გულის ნაწილი სწორედ აქაა. იმდენად, რომ ყველაფერი საუკეთესო ამ სკოლისთვის და აქ მომუშავე პერსონალისთვის მემეტება. მათ ხომ უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ გაზრდაში. ჯერ ისევ ახლად ფეხადგმული ბავშვივით ვდგამ პირველ ნაბიჯებს ყველა წარმატებისკენ. თუმცა ცდას და შრომას ნამდვილად არ ვაკლებ, რომ ჩემი თითოეული წარმატებული ნაბიჯი ყველასთვის წარმატებისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. რამდენად გამომდის, ამას დრო და ჩემი გამოცდილება შეაფასებს მომავალში.
თუმცა ერთი რამ ფაქტია, უზომოდ გულწრფელი ვარ ჩემს თითოეულ ნათქვამ სიტყვასა და გაკეთებულ საქმეში. ალბათ სწორედ ეს მაძლევს უზარმაზარ მოტივაციას, უფრო ფართოდ შევაღო კარი მომავალი თაობის აღზრდა - განათლების სადარაჯოსკენ მიმავალ გზაზე. მადლობა ეტალონს!“,- გვწერს პედაგოგი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას