მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის და ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლების პედაგოგ ეკატერინე ავაზაშვილს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.
ეკატერინე ავაზაშვილი სკოლების სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.
„უდიდესი მადლობა საგანმანათლებლო-შემეცნებით Etaloni.ge -ს გუნდს დიპლომების მონიჭებისათვის, რაც უდავოდ ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა.
2005 წლიდან ვმუშაობ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში და მრავალი საგანმანათლებლო ღონისძიებები გაგვიხორციელებია, არაფრით ჩამოვრჩენილვართ რეფორმის ფარგლებში მოცემულ სიახლეებს; მრავალი საინტერესო ინტეგრირებული პროექტი, გამოფენები, კონფერენციები, დიახ, კონფერენციაშიც მიმიღია მონაწილეობა. თემატური ღონისძიებები ცოცხლდება ჩემს თვალსაწიერში და არ შემიძლია შემოდგომის ის ზეიმი არ გავიხსენო, როდესაც თავად ბატონი გოჩა ბრძანდებოდა ჩვენთან სტუმრად; როდესაც მასთან ერთად ამოვავლეთ ჩურჩხელები და შემოდგომა თავისი ხვავითა და ბარაქით ისე ლამაზად წარმოვადგინეთ სრულიად სკოლამ, რომ ხანგრძლივად გასტანა დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა...
ასეთია, ჩვენი სკოლის ხელმძღვანელი, ნანა, გულმოდგინებით ეკიდება ყოველ საქმეს და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი სკოლის ზრდა-განვითარებაში, რაც მოიცავს განათლების ფარგლებში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ხელშეწყობას სიახლეების მიმღებლობის ამაღლებაში, შედეგად, არა ერთი წარმატებული მოსწავლე გაგვიცილებია ჩვენი სკოლის კედლებიდან...
ამაყი ვარ ჩემი ორივე სკოლის მოსწავლეებით. მკითხველთა კლუბი „შემოქმედის“ წევრები კი უკვე სამი წელია განცვიფრებასა და ბედნიერებას იწვევს ჩემში თავისი აქტიური ცხოვრებით, მნიშვნელობით. მახარებს ის ფაქტი, რომ მათი შრომის სამართლიანი ასახვა მე მხვდა წილად.
უდიდესი მადლობა ნანას, რომ ეს საპასუხისგებლო საქმე ნდობით მანდო და ქალბატონ ლეილას.
ეს დიპლომები არის ჩვენი, თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის, ხალმძღვანელის თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი!
თუ არ იქნებოდა ეს შრომა გაწეული, არ იქნებოდა მოვლენების გაშუქება და ეს ჯილდო!
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ, „ეტალონის“ ძვირფასო გუნდის წევრები დაფასებისთვის და უდიდესი მადლობა ბ-ნ გოჩას! პატივისცემით, ეკატერინე ავაზაშვილი“,- გვწერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას