სიახლეები
სკოლები

თბილისის N61 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით, სამახსოვრო ვიდეორგოლი გადაიღეს
27-06-2022
-
+


თბილისის N61 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ისინი სწავლის სხვა საფეხურზე გადავიდნენ, ამის აღსანიშნავად კი კლიპი გადაიღეს. 

კლიპი მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი გამოვიდა. მასში მოსწავლეები გარდა, ქართველი სპორტსმენები აჩი არველაძე, ანატოლი ბოისა და გიორგი ცინცაძე მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, ჩართული იყო სკოლის კურსდამთავრებული, ლათინო-ამერიკულ ცეკვებში მრავალგზის გამარჯვებული მოცეკვავე ელენე დავითაია. 

ვიდეოზე მუშაობის პროცესი საინტერესო იყო, მოსწავლეები მასში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

კლასის დამირგებელი თეონა ჯალაღონიაა. 

„სასწავლო წლის  დამთავრების აღსანიშნავად, IV კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა, კლასის დამრიგებლის თეონა ჯალაღონიას ხელმძღვანელობით, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო. სხვა ღონისძიებებისაგან განსხვავებით, წლის ბოლოს ჩატარებულ აქტივობას სულ სხვა დატვირთვა აქვს, ის მეტად ამაღელვებელი და ემოციურია. მაინც გამოსამშვიდობებელი ღონისძიებაა , ვინაიდან სრულდება ერთი ეტაპი და იწყება ახალი. ეს დღე ჩემთვის ცრემლების გარეშე არასდროს  მთავრდება .  
ერთობლივად გადავწყვიტეთ  განსხვავებული „პროდუქტი“ შეგვექმნა. რაც საბოლოოდ, შედგა და მივიღეთ  ვიდეო რგოლი.  მოსწავლეებს ამ დღის მიმართ დიდი მოლოდინი ჰქონდათ და როგორც იქნა დადგა გადაღების დღე.
მე, როგორც  მასწავლებელს ბუნებრივია, მინდოდა, რომ საუკეთესო შედეგი დაგვედო. ამიტომ, გადავწყვიტე  ვიდეო რგოლში მონაწილეობა მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლებს:  აჩი არველაძე, ანატოლი ბოისას და გიორგი ცინცაძეს. ასევე ჩვენი კურსდამთავრებული, ლათინო- ამერიკულ ცეკვებში მრავალგზის გამარჯვებული მოცეკვავე ელენე დავითაია. ვიდეო რგოლში მონაწილეობას იღებს  ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილი, საოცარი ადამიანი მადინა ბაღდავაზე, რისთვისაც მშობლების სახელით მას დიდ მადლობას ვუხდით.
ვიდეო რგოლის გადაღება მიმდინარეოდა ხალისიან და მეგობრულ გარემოში. სასახელო სპორტსმენების გამოჩენამ ბავშვებში დიდი სიხარული გამოიწვია. პატარებმა და მშობლებმა  გადაიღეს სამახსოვრო სურათები,  სპორტმსმენებმა  დატოვეს ავტოგრაფები. ეს დღეები ბავშვების მეხსიერებაში მუდამ ბედნიერ წუთებად იქნება აღბეჭდილი.
სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ვიდეო რგოლის  პრეზენტაცია. რამაც ძალიან დიდი აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა.  ჩვენი შრომის შედეგი  განთავსდა  youtube  არხზე, ასევე მასწავლებლების დახურულ ჯგუფში ,,61-ე საჯარო სკოლის  მე-4 კლასის  ჰიმნის“ სახელით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობა დაწყებით საფეხურზე ახალი მოვლენაა და საზოგადოების მხრიდან მხოლოდ დადებითი გამოხმაურებით შეფასდა. ვიდეო რგოლმა გამოქვეყნებისთანავე ნახვების უპრეცენდენტო რაოდენობა მოიპოვა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია

კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“


ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი

სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს 

ლამაზი და სასიამოვნო დღის ბოლოს სკოლის დირექციამ ყველა მოსწავლეს მიულოცა შობა-ახალი წელი


მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება