სიახლეები
სიახლეები

100-ზე მეტი მოსწავლე კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერითა და სიგელით დაჯილდოვდა 
28-06-2022
-
+


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვდნენ. 2021-2022 სასწავლო წლის ოლიმპიადაში 24000-მდე მოსწავლემ სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. აქედან, I ადგილზე გავიდა 16 მოსწავლე, II ადგილი 14-მა მოსწავლემ დაიკავა, III ადგილი კი 15 მოსწავლეს ერგო.

I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები 1000, 700 და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში IV-X ადგილებზე გასულ 79 მოსწავლეს კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი სიგელები გადაეცემათ, ხოლო სკოლების რეიტინგული სიის სამეულში გასული 29 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მადლობის სიგელს 36 ნომინაციაში  მიიღებს.

ოლიმპიადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და ის სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა. საკონკურსო ტურები შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები – ინგლისური, გერმანული, რუსული და ინფორმატიკა.

მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მშობლიურ – სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ – ენებზე მიეღოთ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში, უსინათლო მოსწავლეების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფილია ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ტესტები.

2022 წლის ინფორმატიკის ოლიმპიადის ჩატარება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერმა ასოციაციამ უზრუნველყო. ოლიმპიადა ორ ეტაპად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ინფორმატიკა, როგორც საგანი სკოლებში არ ისწავლება, თუმცა ოლიმპიადაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის 400-მდე მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 26 გამარჯვებული გამოვლინდა:

  • I ადგილი - 3 მოსწავლე;
  • II ადგილი - 3 მოსწავლე;
  • III ადგილი - 3 მოსწავლე;
  • IV-X ადგილები -17 მოსწავლე.

ინფორმატიკის ოლიმპიადაზე I, II  და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულების მსგავსად, კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო IV-X ადგილებზე გასულ მოსწავლეებს კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი სიგელები გადაეცემათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებს აქვთ, ინფორმატიკის ოლიმპიადაზე კი მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება