მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N61 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებით ისე გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და ცოდნის წარმოჩენასა და წახალისებას ცდილობდნენ.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, მე-4 კლასის მოსწავლეთა ღონისძიება.
მეოთხე კლასის დასრულებასთან დაკავშირებით, კლასის დამრიგებელმა, ცირა ადამიამ განახორციელა მცირე აქტივობა სკოლის ეზოში. პედაგოგმა მოსწავლეებს საზეიმო გარემო შესთავაზა - ეზო მორთო ჰელიუმის ბუშტებით, ბავშვებმა მუსიკის თანხლებით წარმოადგინეს მცირე ფლეშმობები, ერთმანეთს მაისურებზე სიმბოლური წარწერები და მილოცვები დაუტოვეს.
მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს გადასცა სახალისო ნომინაციების აღმნიშვნელი სიგელები (ნომინაციები: „საუკეთესო მკითხველი“,„საუკეთესო მხატვარი“, „ყველაზე ზრდილობიანი“, „ყველაზე გონებამახვილი“ და ა.შ) ღონისძიების ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას