სიახლეები
ეტალონი

„არ დავნებდი, ბოლომდე ვიბრძოლე და გავიმარჯვე“ - „ვანის ეტალონმა მოსწავლემ“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება მესამე მცდელობაზე მოიპოვა
26-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ვანის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ვანის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ივანიაძე, რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ვანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთასწორის ნინო ქართველგანმანათლებლის სახელობის ვანის მართმადიდებლური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ჯონი დიასამიძე.

იგი ინტელექტ-ჩემპიონატში მესამე წელია მონაწილეობს. საწადელ მიზანს - გამხდარიყო „ვანის ეტალონი მოსწავლე“, ჯონიმ შრომისა და ბრძოლის შედეგად მიაღწია. ამას თავადაც აღნიშნავს:

„ეტალონში“ მესამედ ვმონაწილეობ. მაინც არ დავნებდი, ბოლომდე ვიბრძოლე და გავიმარჯვე კიდეც. ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა პროექტს მოცემული შანსისთვის, ცოდნისა და თავდაჯერებულობისთვის.“

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ ვანი ყოველთვის მოხარულია ინტელექტ-ჩემპიონატის მასპინძლობით:

„ვანი ყოველთვის მოხარულია „ეტალონის“ მასპინძლობით. დღეს ჩვენი ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ვხედავდი, რა უნდა იყოს ამაზე დიდი სიამოვნება. მადლობა პროექტს გაწეული შრომისთვის. ვისურვებდი, რომ მალე მენახა „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და ჩვენს მოსწავლეებს.“

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს:

„ვანის კულტურის სახლში 400-ზე მეტი ადამიანი ეტევა. დღეს „ეტალონის“ თანამონაწილედ და საგულშემატკივროდ მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ბევრი მსურველი დარჩა კარს მიღმა. ვისურვებდი მალე მეხილა „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში, რათა ამ სახელმწიფოებრივი და საგანმანათლებლო პროექტის თანამონაწილეობა მთელმა ქვეყანამ შეძლოს.“

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ივანიაძე მადლობას უხდის „ეტალონს“ განათლების წახალისებისთვის:

„ეტალონი“ სწავლის დიდ სტიმულსა და მოტივაციას უჩენს ჩვენს მოსწავლეებს. პროექტში მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და ბავშვებიც სულ უფრო მეტად მიისწრაფიან წარმატებისკენ. დღეს ღირსეულმა გაიმარჯვა, წარმატებებს ვუსურვებ მას „ეტალონის“ ფინალში.“

ვანის რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე პროექტს წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეები ყოველთვის დიდი მონდომებით მონაწილეობენ:

„ეტალონი“ ნამდვილად ეროვნულ-საგანმანათლებლო, ძალიან რეზონანსული პროექტია. ჩვენი მოსწავლეები დიდი მონდომებითა და მოლოდინით იღებენ მასში მონაწილეობას. მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ვანში ამ ინტელექტუალური ზეიმის მოწყობისთვის. კიდევ დიდხანს უნდა იყოს ეს პროექტი, მეტი ჩართულობით, მეტი მასშტაბითა და ინოვაციით.“

„ვანის ეტალონი მოსწავლის“ დედა მაკა გამყრელიძე ამაყია შვილის წარმატებით და მადლობას უხდის პროექტს ამ სიხარულისთვის:

„ემოციების ქვეშ ვარ, მადლობა „ეტალონს“ ამ სიხარულისთვის. დედისგან უხეხრულია შვილზე საუბარი. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ამაყი ვარ მისით.“

„ვანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ჯონი დიასამიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება