სიახლეები
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ათ მოსწავლეს წარჩინებით სწავლისთვის სტიპენდია მიენიჭა
28-06-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.

მშობლიური სკოლის სასახელოდ ათი მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის სტიპენდიანტი გახდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის „მოსწავლეთა სტიპენდიის“ ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მინდია დიასამიძემ, წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

პროგრამა ითვალისწინებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების (X-XI-XII კლასი) დაფინანსებას, რომელთაც საერთო შეფასება 9.8 და მეტი ჰქონდათ.

სტიპენდიანტებს შორის, კი ყველაზე მრავალრიცხოვანი, 10 წარმატებული მოსწავლით დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა გახლავთ.

სტიპენდიანტები კი შემდეგი მოსწავლეები არიან:

  • ნუცა ბახტაძე;
  • ლიზი ხალვაში;
  • ავთო ყურშუბაძე;
  • ლილე ჩავლეიშვილი;
  • თათია ფუტკარაძე;
  • ​მიხად ბინალიევი;
  • საბა კეკელიძე;
  • დიანა ბერიძე;
  • დეა დარახველიძე;
  • სანდრო ჯიჯავაძე
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას; მადლობა პედაგოგებსა და მშობლებს; მადლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და პირადად ბატონ ზაზა დიასამიძეს ახალგაზრდების მოტივაციისა და სწავლის წახალისების საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. 

მადლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ხათუნა დიდმანიძესა მხარდაჭერისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

ხელფასების ცვლილება სკოლებში - დირექტორებმა საშტატო განრიგი სამინისტრისთან უნდა შეათანხმონ 

უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის

საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას

სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს 

ლამაზი და სასიამოვნო დღის ბოლოს სკოლის დირექციამ ყველა მოსწავლეს მიულოცა შობა-ახალი წელი


მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება