TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„გამოცდაზე მიღებული ცუდი ნიშანი ვერ წაგართმევთ ნიჭსა და ოცნებებს“ - დირექტორის მიმართვა
28-06-2022
-
+


ეროვნული გამოცდები ახლოვდება და აბიტურიენტებშიც ვნებათაღელვა იმატებს... ყველა იმაზე ნერვიულობს, რა შედეგებით დასრულდება ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ასეთ დროს თითოეულ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. Etaloni.ge გთავაზობთ სინგაპურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მიმართვას:

„ძვირფასო მშობლებო, მალე თქვენს შვილებს გამოცდები დაეწყებათ. ვიცი, რომ ყოველი თქვენგანი ძალიან ნერვიულობს და განიცდის, ვინაიდან გსურთ, რომ ბავშვებმა გამოცდები კარგად ჩააბარონ.

...მაგრამ გთხოვთ, გახსოვდეთ: მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი,რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის გამოწვლილვით ცოდნა; იქნება მეწარმე, რომლისთვისაც არც ისე მნიშვნელოვანია ისტორია და ინგლისური ლიტერატურა; მუსიკოსი, რომელსაც არასდროს გამოადგება ქიმია; სპორტსმენი, რომლისთვისაც ფიზკულტურა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკა...

ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენი შვილები კარგ ნიშნებს მიიღებენ, მაგრამ, გეთაყვა, თუ ასე არ მოხდება, გთხოვთ, ნუ ჩაკლავთ მათში თავდაჯერებულობისა და ღირსების გრძნობას. უთხარით, რომ ეს ნორმალურია, რომ ეს უბრალოდ გამოცდაა. ისინი ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არიან მოვლენილნი ამ ქვეყნად. უთხარით, რომ გიყვართ და არ განსჯით, როგორი შეფასებებიც უნდა მიიღონ. გთხოვთ, მოიქეცით ასე და მერე უბრალოდ თვალყური ადევნეთ, როგორ დაიპყრობენ მომავალში სამყაროს.

ერთი გამოცდა თუ ცუდი ნიშანი ვერაფერს დააკლებს მათ ნიჭს და ვერ წაართმევს ოცნებას“!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება