სიახლეები
ეტალონი

„ამ წარმატების შემდეგ უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ“- „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
30-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

24 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ გარდაბნის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული თელეთის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნინი კიკოლაშვილმა მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები საუბრობენ.

თეონა ელიავა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი: 

ტესტირების პროცესმა ორგანიზებულად ჩაიარა. ისე, როგორც დაგეგმილი იყო. მასში მუნიციპალიტეტის 33 სკოლა და 188 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა გამარჯვებული თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლე. ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობაში ჩვენც ჩართულები ვიყავით და პროცესს ვაკვირდებოდით.

ირინა ქირია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: 

ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები „ეტალონში“ ყოველ წელს განსაკუთრებულად აქტიურობენ. ჩვენთან სულ 35 სკოლაა, აქედან 14 არაქართულენოვანია და უნდა აღვნიშნო, რომ ისინიც ძალიან აქტიურობენ. სხვათა შორის, ამ სკოლების მოსწავლეები მეორე ეტაპში წარმატებით გადავიდნენ. ძალიან საამაყო და სასიხარულოა, რომ გამარჯვებული გამოვლინდა, ის თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი კიკოლაშვილია. ვფიქრობ, რომ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოსწავლეების მოტივაციას ძალიან ზრდის.

ნინი კიკოლაშვილი - „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“, თელეთის საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ პირველი ადგილის დაკავებას ნამდვილად არ ველოდი, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენ მონაწილეში, ყველაზე კარგი შედეგი მექნებოდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, თავიდან არ მჯეროდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბევრმა ადამიანმა მომილოცა. ამ წარმატების შემდეგ უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ, იმის იმედი მომეცა, რომ კიდევ უფრო მეტ კონკურსში გავიმარჯვებ. ახლა ფინალური ეტაპისთვის ვემზადები. 

ნინო მერაბიშვილი, თელეთის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩვენ „ეტალონში“ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ჩართულები ვართ. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. ნინის წარმატება ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს, მაინც უფრო საშუალო საფეხურის მოსწავლეები იმარჯვებენ ხოლმე. ნინი კი საბაზო საფეხურზეა. ამიტომ მისი წარმატება ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. მან სხვა მოსწავლეებს ტოლი არ დაუდო და პირველი ადგილი დაიკავა. ნინი ძალიან აქტიური მოსწავლეა, პირველი კომპიუტერის მიღების კანდიდატიცაა. მან სკოლა ასახელა. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი მომავალშიც უფრო მეტ მოსწავლეს, მშობელსა და სკოლას გაახარებს.

ლალი ჭინჭარაშვილი, თელეთის საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის წარმატებით მონაწილეობდნენ. წლების განმავლობაში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები გვყოლია. „ეტალონი“ მოსწავლეთა ცოდნას ააქტიურებს, ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწავლა-სწავლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლე საკუთარ ცოდნას აფასებს. ნინი კიკოლაშვილი ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი და დაუზარელი მოსწავლეა. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ის ამ შედეგს დადებდა. მე მას შემდგომშიც წარმატებას ვუსურვებ.

მუსტაფა გეზალოვი - მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ყარათაკლიას საჯარო სკოლა:

როდესაც გავიგე, რომ „ეტალონი“ იწყებოდა, მომზადება დავიწყე. მეორე ადგილის დაკავებას არ ველოდი, მიღწეული შედეგი ძალიან გამიხარდა. სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია უფრო მომემატა. წელს ინტელექტ-ჩემპიონატში პირველად ჩავერთე და მონაწილეობას მომავალშიც მივიღებ.

ბახრატ ისაევი, ყარათაკლიას საჯარო სკოლის დირექტორი: 

მიხარია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ მეორე ადგილი დაიკავა და ასეთ წარმატებას მიაღწია. ის ძალიან კარგი ბავშვია, ქართულ სექტორში სწავლობს. მან ქართული ენა ძალიან კარგად იცის, აინტერესებს. მუსტაფა აქტიური მოსწავლეა, ის სკოლაში ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობს. მისი წარმატებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგადად, ჩვენი მოსწავლეები „ეტალონში“ ჩართულობით დაინტერესებულები არიან.

ნათია მუმლაძე, ყარათაკლიას საჯარო სკოლის პედაგოგი:  

მუსტაფა ჩვენი ქართული სექტორის მოსწავლეა. როდესაც გავიგე, რომ ის მეორე ადგილზე გავიდა, ძალიან გამიხარდა. მუსტაფას მშობლიური ენა ქართული არ არის, მან ენა იცის, თუმცა მაინ, შეერკინო ქართულენოვან მოსწავლეებს, ეს ძალიან რთულია. პირველ რიგში, სწორედ ამით ვარ ამაყი. ის ნიჭიერი მოსწავლეა, ძალიან ლოგიკური აზროვნება აქვს. ჩვენი სკოლისთვის მისი წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. მუსტაფა თავისი სურვილით დარეგისტრირდა, არც ვიცოდი, თუ „ეტალონში“ მონაწილეობას აპირებდა.

ნიკოლოზ ბურდული - მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, სართიჭალის N2 საჯარო სკოლა:

ეტალონისთვის“ წინასწარ ვემზადებოდი. მე ამ ინტელექტ-ჩემპიონატში ადრეც ვმონაწილეობდი. ამ წარმატების შემდეგ, მომავალი წლისთვის ბევრად უფრო მოტივირებული გავხდი. გაისადაც მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. „ეტალონი“ ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტია, ის სწავლისთვის დამატებით მოტივაციას გვაძლევს.

მარიამ გარაშვილი, სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ აქტიურად თანამშრომლობს. ვცდილობთ, რომ მის ყველა აქტივობაში ჩავერთოთ. ორჯერ გვქონდა პატივი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გვყოლოდა. სიმართლე გითხრათ, ახლაც მეტს ველოდი, მაგრამ ალბათ, პანდემიის გავლენაც არის, რომ ფინალურ ეტაპზე გადასვლის საგზური ვერ მივიღეთ. ნიკოლოზ ბურდული სკოლის ერთ-ერთი აქტიური, მოტივირებული და ძალიან წარმატებული მოსწავლეა. ჩვენ ნიკოლოზით ვამაყობთ, დარწმუნებული ვართ, რომ ის მომავალ წლებში „ეტალონი მოსწავლეც“ გახდება.

ირმა ჩადუნელი, სართიჭალის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონი“ ძალიან მომწონს. ჩვენი მოსწავლის წარმატებით მოხარული და კმაყოფილი ვარ. უკვე მერამდენე წლია, რაც ვმონაწილეობთ. პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლეებიც გვყავდა. წელსაც ველოდით მუნიციპალურ ეტაპში გამარჯვებას, მაგრამ ალბათ ზედმეტად იღელვა ბავშვმა. „ეტალონსა“ და მოსწავლეებს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.

ასევე იხილეთ:

2022 წლის „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ტესტები მთლიანად სკოლასა და მოსწავლეზეა მორგებული“- გარდაბნის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა

გარდაბნელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება