მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე დღე რჩება და ასეთ დროს თითოეულ რჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აბიტურიენტების ჯგუფში მსგავსი შინაარსის არაერთი სტატუსი ქვეყნდება და ერთ-ერთ მათგანს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
1) გამოცდის წინა ღამით არ დაპანიკდეთ, თუკი არ დაგეძინებათ. 3-4 საათი ძილის შემთხვევაშიც კი ტვინი მოახდენს ყველანაირ კონცენტრაციას გამოცდის დროს;
2) გამოცდის წინა დღეს არ გააკეთოთ არანაირი სავარჯიშო, მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე;
3) გამოცდის წინა დღეს ყავა, ნაყინი და პოზიტიური განწყობა (ორივე პროდუქტი ისევ განწყობის ამაღლებას ემსახურება, რაც ცოდნასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება გამოცდის წერია დროს);
4) გამოცდის წინა დღეს საყვარელი ფილმის ან ანიმაციის ნაწყვეტების ყურება, სასურველია ნაწარმოები იყოს თავისუფლად საყურებელი და არავითარ შემთხვევაში დრამატული;
5) გამოცდის დღეს თავისუფალი ჩაცმულობა, იქ არავინ უყურებს თქვენს სილამაზეს, რაც შეიძლება მარტივი და თავისუფალი ტანსაცმელი;
6) გამოცდიდან გამოსულებმა არ დაიწყოთ ქულების თვლა, რადგან შეიძლება რამე არასწორად გახსოვდეთ და საკუთარი თავები დააპანიკოთ;
7) საგნის გამოცდიდან გამოსულებმა გაათავისუფლეთ ტვინი ამ საგნისგან და სახლში მისვლისა და დასვენებისთანავე გადაერთეთ მომდევნო საგანზე;
8. წყლის ბოთლი არ დადოთ მერხზე, დადეთ სკამის გვერდით იატაკზე, მერხი გადატვირთულია ფურცლებით და არ გაგიფუჭდეთ რამე წყლით;
9) სასურველია არ ნახოთ მთელი ტესტი და საკითხების მიხედვით მიჰყვეთ მუშაობას, თუმცა ეს უკანასკნელი ცოტა რთულია;
10) გახსოვდეთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთი გამოწვევაა იმ მრავალი გამოწვევისგან, რომელიც წინ გელოდებათ, თუმცა ის განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის პირველია და აუცილებელია წარმატებით დაძლიოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვრელს პედაგოგებსაც მიულოცეს