მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ელექტრონულ სისტემაში დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის შესახებ ტრენინგები დასრულდა. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იწყება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის პრეზენტაციისა და მასში მუშაობის უნარების გასაძლიერებლად, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი ბაგა-ბაღების გაერთიანებების, თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო ბაღების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლად რეგისტრაციის წესები, ასევე ის სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც უნდა აისახოს სისტემაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვრელს პედაგოგებსაც მიულოცეს