სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ პასუხების ფურცელში უკვე მონიშნულის გადასწორება დაგჭირდებათ? - თუ უჯრაში X სწორად არ ჩაიწერება, პროგრამა პასუხს ვერ აღიქვამს
03-07-2022
-
+


აპლიკანტები საგამოცდო ტესტზე მუშაობის დროს ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პასუხების ფურცლის სწორად შევსება. თუ პასუხების ფურცელში გადატანის დროს შეცდომას დაუშვებთ, ქულებს დაკარგავთ.

გაითვალისწინეთ, გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი!

პასუხების ფურცლის გაკეცვა ან დაზიანება დაუშვებელია!

როგორ უნდა მოიქცეთ თუ პასუხების ფურცელში უკვე მონიშნული პასუხის გადასწორება დაგჭირდებათ? როგორ უნდა აღნიშნოთ სწორი პასუხი, რომ ელექტრონულმა პროგრამამ აღიქვას და ქულა არ დაკარგოთ?

გთავაზობთ პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას:

არჩევითპასუხებიანი პასუხების მონიშვნისას:

  • პასუხების ფურცელზე მოძებნეთ დავალების შესაბამისი ნომერი;
  • ნომრის ქვეშ იპოვეთ უჯრა, რომელიც თქვენ მიერ არჩეულ პასუხს შეესაბამება;
  • დასვით X ნიშანი ამ უჯრაში. მაგალითად, თუ მე-6 დავალების პასუხად აირჩიეთ პასუხის (ბ) ვარიანტი, მაშინ პასუხების ფურცელზე უნდა მოძებნოთ მე-6 დავალების სვეტი და ამ სვეტში პასუხის (ბ) ვარიანტის შესაბამის უჯრაში დასვათ X ნიშანი (როგორც ფოტოზეა).
  • თქვენ მიერ არჩეული პასუხის სწორად მონიშვნის ერთადერთი გზაა სათანადო უჯრაში X ნიშნის დასმა. ელექტრონული პროგრამა არ აღიქვამს არც ერთ სხვა აღნიშვნას (მაგალითად, ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ხაზებს, შემოხაზულ უჯრას და ა. შ.);
  • დასაშვებია, რომ X ნიშანი ოდნავ გასცდეს უჯრის საზღვრებს, თუმცა არ არის სასურველი იგი იმდენად მცირე იყოს, რომ არ მიდიოდეს უჯრის კუთხეებამდე;
  • თითოეული დავალების ნომრის შესაბამის სვეტში უნდა მონიშნოთ მხოლოდ ერთი პასუხი ანუ მხოლოდ ერთ უჯრაში დასვათ X ნიშანი. თუ სვეტში ერთზე მეტ X ნიშანს დასვამთ, ამ დავალების არც ერთი პასუხი არ ჩაითვლება არჩეულად;
  • თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება, მთლიანად გააფერადეთ ის უჯრა, რომელშიც X ნიშანი დასვით და შემდეგ იმავე სვეტში მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). ელექტრონული პროგრამა არჩეულ პასუხად მხოლოდ X-ნიშნიან უჯრას აღიქვამს, შესაბამისად, ამის შემდეგ შეუძლებელი გახდება სწორ პასუხად იმ პასუხის არჩევა, რომელიც უკვე გადაასწორეთ (ანუ იმ პასუხისა, რომლის შესაბამისი უჯრა უკვე მთლიანად გააფერადეთ).

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება