მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ ჩვენთვის მისასალმებელი პროექტია. ის მოსწავლეების დაინტერესებასა და მოტივირებას იწვევს. პირადად მე, ინტელექტ-ჩემპიონატით კმაყოფილი ვარ, ასეთივე განწყობაა მშობლებსა და პედაგოგებშიც. მოსწავლეები ტესტირებაში აქტიურად მონაწილეობენ, ეს პროექტი მოსწავლეებისთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
მარინა თორდინავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლის დირექტორი:
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მოსწავლეები ინტერესით მონაწილეობენ. ჩვენთვის ეს პროექტი ნამდვილად მისასალმებელია. მიმაჩნია, რომ ზოგადად, ტესტირებებში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მათ გამოცდილებას სძენს - აჩვევს ბარიერის გადალახვას, გამოცდებთან დაკავშირებულ სტრესთან გამკლავებას. ამას კი ბავშვის მომავლის ფორმირებაში დიდი წვლილი შეაქვს.
ირმა ადამია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტია. ზოგადად, ტესტირებებში მონაწილეობა მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ეხმარებათ, სტიმულს აძლევს. მოსწავლეები მომავალი წლისთვის მზადებას წინასწარ იწყებენ, რათა ვინც ახლა სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, შემდგომში გამოასწოროს. სხვათა შორის, ჩემი სკოლიდან ბავშვები „ეტალონში“ ყოველწლიურად ერთვებიან და შემდგომ ეტაპზეც გადადიან.
რამაზ ინჯგია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სკოლიდან „ეტალონში“ 9 მოსწავლე ჩაერთო, მათგან 5 მეორე ეტაპზე გადავიდა. ძალიან საინტერესო კითხვები იყო, ბავშვები კმაყოფილები არიან. ზოგადად, ისინი კონკურსში მონაწილეობის მიღებით ძალიან დაინტერესებულები იყვნენ. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, ორგანიზებულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართა.
გიორგი ანჯაფარიძე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონის“ მიმართ მოსწავლეები პოზიტიურად არიან განწყობილი. მათი ჩართულობა და მოტივაცია მაღალია. ამ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით მოსწავლეებს შეუძლიათ, რომ თავიანთი თავი წარმოაჩინონ. ის კონკურენტული გარემო, რაც კონკურსის მიმდინარეობისასაა, მოსწავლეებზე დადებითად აისახება. ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა, შეფერხებების გარეშე. ზოგადად, ჩემი სკოლიდან მაღალი ჩართულობაა. მოსწავლეებს თავის წარმოჩენა უნდათ და მოტივირებულები არიან.
ასევე იხილეთ:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.