სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეები ბევრს ემზადებიან და შესაბამის ლიტერატურას ეცნობიან“- დმანისის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
30-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

29 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 62 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 30 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები საუბრობენ.

რუსუდან ბეჟუაშვილი, დმანისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირებამ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა, მოსწავლეების ნაწილმა ის სახლიდან გაიარა. ვინც მონაწილეობდა, კარგი ბავშვები არიან და კმაყოფილები იყვნენ. მათ შესაბამის ინფორმაციას ხელმძღვანელი აწვდიდა - ადამიანი, რომელიც სკოლაში ამ პროცესს კურირებს. ვფიქრობ, ძალიან კარგია „ეტალონი“ რომ ტარდება. ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, ბევრი მოსწავლე არ გვყავს, თუმცა ვინც არიან, კარგები არიან. ისინი ინტელექტ-ჩემპიონატში გასულ წლებშიც მონაწილეობდნენ.

ინესა მანელოვა, დმანისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენთვის ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან,  ჩემი აზრით, ის მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. მათ იციან, რომ კონკურსი ყოველ წელს ტარდება, ამიტომაც ბევრს ემზადებიან და შესაბამის ლიტერატურას ეცნობიან. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, რაიმე სახის შეფერხება ნამდვილად არ ყოფილა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, ძალიან მოტივირებულები იყვნენ და პირველ ეტაპში საკმაოდ კარგი ქულები დააგროვეს. ამ ინტელექტ-ჩემპიონატში ყველაზე მთავარი ისაა, რომ მშობლებიც ძალიან დაინტერესებულები არიან, ისინი კონკურსის მიმდინარეობას თვალს აქტიურად ადევნებენ. უნდათ, რომ თავიანთი შვილები უფრო წარჩინებულები იყვნენ და ამ მხრივ, მოტივაცია აქვთ.

ლაურა ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩემი სკოლის 2 მოსწავლე ჩაერთო. მათ ტესტირება სახლიდან გაიარეს და მალევე გვაცნობეს თუ რა ქულები აიღეს. თუ არ ვცდები მათი ქულა 65 და 63 იყო. კმაყოფილები იყვნენ კითხვებითაც და მიღწეული შედეგითაც. „ეტალონი“ არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ნამდვილად მოსაწონი და მისაღები პროექტია. ის მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების ერთ-ერთი გზაა. თუ მოსწავლე დამოუკიდებლად მუშაობს და შედეგს აღწევს, ეს მისთვის, რა თქმა უნდა, სტიმულია. გარდა ამისა, ხედავენ, სად ჰქონდათ მინუსები, რას ვერ გაართვეს თავი და ამ საკითხების გამოსწორებაზე მუშაობენ.

რეგინა ადუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის მოსწავლე კონკურსის მეორე ეტაპზე წარმატებით გადავიდა. ვფიქრობ, რომ ვინც სწავლითაა დაინტერესებული, მათთვის კონკურსში მონაწილეობა სასარგებლო და საინტერესოა. გვეკითხებიან ხოლმე, „ეტალონი“ როდის დაიწყებაო. ეს ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და წახალისებაა. ამის შედეგი კი სახეზეა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ აქტიურები არიან და არც ერთ წელს არ აცდენენ.

ნატიგ ომაროვი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეები კონკურსში უპრობლემოდ ჩაერთნენ. ჩვენ ამ ინტელექტ-ჩემპიონატში ყოველ წელს ვმონაწილეობთ, რადგან, ჩემი აზრით, „ეტალონი“ კარგი პროექტია. მოსწავლეები ტესტების გავლის შემდეგ სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მაია ხალილაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი:

როდესაც მოსწავლეებს ვუკავშირდები და ვეუბნები, რომ „ეტალონი“ იწყება, მონაწილეობაზე ყველა თანახმაა. ზოგადად, ტესტირებები სწავლის პროცესში აუცილებელი კომპონენტია. ეს მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითშეფასებას ზრდის. ბავშვები აქამდე მიღებულ ცოდნას ავლენენ და ამ მხრივ, ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგია.

ასევე იხილეთ:

დმანისის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

დმანისელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

ბაღის აღმზრდელებისაა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ცერემონიალზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსის შედეგები გამოცხადდა

მოსწავლეებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის კოლექციამ


საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება