მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგები მთელი წლის მანძილზე მოსწავლეებს მრავალფეროვან სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭის, ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ.
მათ შორის მოსწავლეები მულტიკულტურულ ფესტივალში მონაწილეობდნენ.
მულტიკულტურული ფესტივალი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სკოლების ჩართულობით, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, მომავლის პარკში გამართა.
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაც აქტიურად ჩაერთო ფესტივალში. სკოლას წილად ხვდა წარმოეჩინათ კახეთის კუთხე, მისი კულტურა თუ ის ღირებულებები, რითიც თავს იწონებს არა მხოლოდ კახელი, არამედ ქართველი კაციც. სრულებით არ აღმოჩნდა რთული იმერელი ბავშვებისათვის გაეთავისებინათ კახეთის კუთხის ის ტრადიციები, რომელიც გამოარჩევს სხვა კუთხეებისაგან.
მონაწილეობდნენ ნორჩი მხატვრები, რომლებმაც ნახატებში გადმოსცეს კახეთის ღირშესანიშნაობები. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს სიმღერები, კახური შაირობა და ცეკვები კახური მოტივებიდან. უემოციოდ ვერ მოუსმენდი მოსწავლეების მიერ წაკითხულ ლექსებსა და ამაყად წარმოთქმულ სიტყვებს, რომელიც პატარა კახის ღვაწლზე გვიამბობდა, გვიყვებოდა იმ დიდებულ წარსულზე, რითიც ვამაყოფთ თითოეული ქართველი.
ღონისძიებაში მონაწილეობდა უწყინარი ცხოველი „ლურჯა“, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მის გარშემო შეკრებილ ბავშვებსა თუ დიდებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები მაყურების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას