მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო-შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წახალისებას ცდილობდნენ.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიებები. სასკოლო ღონისძიებები საერთო სახელწოდებით - „მომავალი ჩვენია“ სკოლის IVა და IVბ კლასის ხელმძღვანელების (მ.ფაიქაშვილი და მ.ბედიანაშვილი) ინიციატივით ჩატარდა.
ორივე ღონისძიება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა იყო და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიტყვით გამომსვლელი, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების შემსრულებელნი. მოსწავლეებმა პედაგოგებთან, მშობლებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად საზეიმოდ დაამთავრეს პირველი ოთხი კლასი და სამომავლოდ კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს გვპირდებიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება