მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის ისტორიის პედაგოგი იზოლდა ჭაბუკიანი მასწავლებელთა რეგიონულ კონფერენციაში ჩაერთო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა რეგიონული კონფერენცია 28 ივნისს გაიმართა. კონფერენციაში სხვადასხვა პედაგოგებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო აღვის საჯარო სკოლის პედაგოგმა.
ღონისძიებაზე პედაგოგეგმა ერთმანეთს გაუზიარეს საგაკვეთილო სივრცეში მოღებული საუკეთესო გამოცდილება.
„პრეზენტაციების წარმოდგენით თვალსაჩინო გახდა, თუ რამდენად შეუწყო ხელი კომპლექსურ დავალებაზე და სასკოლო პროექტებზე მუშაობის პროცესმა მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობას, სასწავლო შედეგების გაუმჯობესებასა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები იზოლდა ჭაბუკიანს უსურვებენ წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მე-10 კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილისთვის მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას