მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგამოცდო ცენტრებიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოვიდნენ, როგორც ამბობენ, შემცირებული დროის გამო, არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და არც გამოცდა ყოფილა რთული.
„ვერ ვიტყვი რომ რთული იყო, საკმაოდ მალე დავწერე. ტექსტის რედაქტირება პირველ რკინიგზაზე იყო, უცხო თემა იყო ასევე - ღირს თუ არა ბრძოლა, როცა იცი, რომ ის მაინც განწირულია... რაც შეეხება ტექსტს, იყო „დავითიანი“... საკმაოდ კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და ვთვლი, რომ კარგად დავწერე“
„პოემა „დავითიანიდან“ იყო კითხვები. თემაში დასაწერი იყო რომ ადამიანებმა ბევრი კარგი უნდა გააკეთონ. ჩემთვის მარტივი შესასრულებელი იყო“.
„ჩემთვის გამოცდა რთული არ ყოფილა. საკითხებს გავეცანი და თავი კარგად გავართვი, ვნახოთ, რა შედეგი მექნება. დასაწერ თემად მე შემხვდა, ხალხი რომ ვერ აფასებს ერთმანეთის კარგს და ბოროტებამ რომ არ უნდა იბატონოს. ნაწერით კმაყოფილი ვარ",- გვითხრეს 175-ე და 39-ე სკოლების საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტებმა.
იხილეთ ასევე:
გამოცდაზე აბიტურიენტთა 5% არ გამოცხადდა - სოფიო გორგოძე მეორე სესიაზე რეგისტრირებულებს მიმართავს
N175 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 8 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება
იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
მე-4 კლასელებმა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო ნახატები მიუძღვნეს