მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მეოთხეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.
მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემოციურად მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე დაემშვიდობნენ.
„მტკიცე ნაბიჯებით მომავლისაკენ! „ანაბასისის“ მეოთხე კლასელები თავიანთ პირველ მასწავლებლებს დაემშვიდობნენ. უამრავი თბილი და ლამაზი სიტყვა მიუძღვნეს მათ, ვინც ოთხი წლის მანძილზე ყოველდღიურ გაკვეთილებზე უნერგავდნენ სამშობლოს სიყვარულს, ბუნებით ტკბობას, ასწავლიდნენ მის მოვლას, სძენდნენ ადამიანურ კეთილ თვისებებს. რომელთა გაკვეთილებზეც ხედავდნენ გამარჯვებულ სიკეთეს, დამარცხებულ ბოროტებას, ისმენდნენ წყაროს ჩუხჩუხს, ჩიტების ჭიკჭიკს, ტყის შრიალს, ყანების ბიბინს, ცელ -ნამგლის წკრიალს...
ოთხ კლასთან გამომშვიდობება ნამდვილ ზეიმად უქციეს მოსწავლეებს მათმა კლასის ხელმძღვანელებმა - თეა გურაბანიძემ და ქეთი ყიფიანმა. ლექსი, სიმღერა, თეატრალიზებული ეპიზოდები სასკოლო ცხოვრებიდან ერთმანეთს ცვლიდა სცენაზე. მთელი მონდომებით, პასუხისმგებლობით, შთამბეჭდავად წარმოაჩენდნენ თავიანთ უნარებს ჩვენი პატარები. მათ ოთხი წლის წინ საოცარი ღელვით შემოაღეს სკოლის კარი და დღეს კი აცხადებენ „წინ ვიხედებით, თავს წარმოვიდგენთ მეხუთე კლასელებად და საამური გრძნობა გვეუფლება, ჩვენ გავიზარდეთ. უკან მოვიხედავთ და უზომო სინანულით ვივსებით, რადგანაც უკან რჩება ჩვენი პატარაობა, მოწაფეობის უტკბილესი ოთხი წელი!“.
წარმატებები ჩვენო უკვე მეხუთეკლასელებო! თქვენი ცოდნის მტკიცე საძირკველი უკვე ჩაყრილია! მტკიცე ნაბიჯებით გევლოთ ცოდნის მწვერვალებისაკენ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება