მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი საინტერესოდ წარიმართა. წლის განმავლობაში სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ სკოლის შიდა თუ გარე საგანმანათლებლო აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობდნენ. დიდი ყურადღება ეთმობოდა არაფორმალურ განათლებას.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია სკოლის მეოთხეკლასელთა სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ზუგდიდის ნიკო დადიანის სასახლეში დაათვალიერეს იაპონელი მხატვარ-ილუსტრატორის ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეთა შემეცნებით ტურს მასწავლებელი მთვარისა ფიფია ხელმძღვანელობდა. ვიზიტი განხორციელდა მოსწავლეთა მშობლების მხარდაჭერით. აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა მშობლები: ხატია ფიფია, მაკა წურწუმია, მაკა კვარაცხელია, ნათია გოგოხია.
„ტაკეჰიდე ჰარადა 1954 წელს დაიბადა ტოკიოში. 44 წლის განმავლობაში იყო ტოკიოს კინოთეატრის - „ივანამი ჰოლი“ თანამშრომელი.
მისი ინიციატივით, იაპონელმა მაყურებელმა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე ფილმი იხილა, მათ შორის - ქართულიც. 2018 წელს ხელოვანმა მოაწყო ქართული კინოს ფესტივალი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის“ იაპონურ პრემიერაში. 24 წლის ასაკში იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი შემოქმედებიდან. ჯერ კიდევ კინოინდუსტრიაში მუშაობის პარალელურად, ტაკეჰიდე ჰარადა ქმნიდა ილუსტრაციებს წიგნებისათვის, 2019 წლიდან კი მთლიანად გადაერთო შემოქმედებით საქმიანობაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე ილუსტრაციები ვაჟა- ფშაველას ნაწარმოებების: „გველისმჭამელი“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ალუდა ქეთელაური“. გამოფენა ძალიან საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება