მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, 25 მაისს, ზარიძეების საჯარო სკოლაში ჩატარებული სახალისო-შემეცნებითი კონკურსი ისტორიაში. კონკურსს მასწავლებელი - მარინა თოთიაური ხელმძღვანელობდა.
კონკურსში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების დასაწყისში მარინა თოთიაურმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე და მის აქტუალობაზე ისაუბრა მე-8 კლასის მოსწავლემ, მარიამ მოკვერაშვილმა. ლექსი სამშობლოზე წაიკითხა მე-8 კლასის მოსწავლემ გიორგი ღვინიაშვილმა.
ღონისძიება ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. გამარჯვებულები გახდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები.
ყველას გადაეცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება