მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით, საზეიმო თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მაისში სკოლაში გამართული შთამბეჭდავი ღონისძიება.
სკოლაში ხელოვნების ზეიმი გაიმართა. ნიგვზარის სააქტო დარბაზში პიანისტ-შემსრულებელმა მეგი ჭანტურიამ დაუკარა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი იქნება მუსიკოს ავთანდილ ჭიქავას საოცარი შესრულება, და მხატვარ ეთერ გოგელიძის მასტერკლასი.
„ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის დაუვიწყარი იყო შეხვედრა ადამიანებთან, რომლებმაც წარუშლელი ემოცია დაგვიტოვეს. ნიგვზარის სააქტო დარბაზში გაჟღერდა პიანისტ-შემსრულებელის, ქუთაისის საოპერო თეატრის მთავარი კონცერტმაისტერის, ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საშემსრულებლო პროგრამის პედაგოგ- კონცერტმაისტერის მეგი ჭანტურიას მიერ შესრულებული მუსიკა.
მას 1994 წელს საკონცერტო გამოსვლა ჰქონდა გერმანიაში, 1996 წელს - საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, იუნესკოს საკონცერტო დარბაზში. 2006 წელს გახდა კორეის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და საუკეთესო კონცერტ-მეისტერის ტიტულის მფლობელი. 2019 წელს მონაწილეობდა იტალიაში, ქალაქ პეზაროში და ახლა უკვე ნიგვზარის საჯარო სკოლის დარბაზშიც დაუკრა. ჩვენი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი იქნება მუსიკოს ავთანდილ ჭიქავას საოცარი შესრულება, და მხატვარ ეთერ გოგელიძის მასტერკლასი.
შეხვედრა ინტერაქტიური იყო, სახალისო აქტივობებით დატვირთული. ჩატარდა პატარა ვიქტორინა. ქალბატონმა ეთერმა გამარჯვებულ მოსწავლეს თავისი ნახატი უსახსოვრა. უღრმესი მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ როლანდ ხოჯანაშვილს ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან დაკავშირებისთვის!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება