სიახლეები
ეტალონი

„ჩხოროწყუს ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა
26-03-2018
-
+


ჩხოროწყუს სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ჩხოროწყუს რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა:

„მისასალმებელია ჩვენი ბავშვების საგანმანათლებლო პროექტის მიმართ ინტერესი და მაღალი ჩართულობა. „ეტალონის“ პირველმა ტურმა ჩხოროწყუში მშვიდ და კონკურენტუნარიან ვითარებაში ჩაიარა, სამართლიანად გამოვლინდნენ მეორე ტურის მონაწილეები და ახლა 4 აპრილის ინტელექტ-ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მაღალი ინტერესის გამო „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას ვისურვებდი.“

მუხურის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა:

„მოხარული ვარ ჩემი მოსწავლეების მაღალი ინტერესით „ეტალონის“ მიმართ. დიდი მონდომებით ელოდნენ პროექტში მონაწილეობას. პირველმა ეტაპმა ღირსეული მოსწავლეები გამოავლინა. წარმატებას ვუსურვებ მათ „ეტალონის“ მეორე ტურში.“

მუხურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა თოდუა:

„ბავშვებმა დიდი სურვილი გამოთქვეს ამ საუკეთესო პროექტის პირველ ტურში მონაწილეობაზე. „ეტალონის“ შესარჩევი ტური აბსოლუტურად მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩატარდა. ტესტები ბავშვების თვალწინ გავასწორეთ და შედეგებმა დიდი სიხარული გამოიწვია. დიდი მოლოდინით, ტრანსფარატებითა და გულშემატკივრებით ვემზადებით 4 აპრილისთვის. მადლობა „ეტალონს“, რომ არსებობს და ბავშვებს აძლევს სტიმულს, უკეთესები გახდნენ.“

ლეწურწუმეს საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ძაძამია:

„ეტალონში“ მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი ბავშვები მოუთმენლად ელიან ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვას. მოსწავლეებისთვის ეს პროექტი დიდი სტიმულია მომავალი წარმატების მისაღწევად.“

ლეწურწუმეს „ეტალონის“ პედაგოგი გიორგი ესართია:

„ტესტირების პირველმა ეტაპმა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და შედეგებით ჩაიარა. ბავშვებს უყვართ „ეტალონი“ და მოუთმენლად ელიან ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას. წარმატებებს ვუსურვებ ამ შესანიშნავ პროექტსა და მოსწავლეებს.“

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება