სიახლეები
სკოლები

„კეთილი, სანდო, ერთგული, მყუდრო და საყვარელი“ - მოსწავლეებმა ფერიის საჯარო სკოლისადმი დამოკიდებულება ვიდეორგოლით გამოხატეს
05-07-2022
-
+



„მასწავლებელთა საუკეთესო შემფასებლები მოსწავლეები არიან“ - სწორედ ეს ჩანს ნათლად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების დამოკიდებულებაში. 

ისინი პედაგოგებისა და სკოლის ღირსებების შესახებ ვიდეორგოლში ვრცლად საუბრობენ.

გარდა ამისა, ვიდეოში საუბარია იმ მიღწევების შესახებ, რაც სკოლას აქვს. მოსწავლეები მასწავლებელთა ამაგს აფასებენ და აცნობიერებენ თუ რამხელა საქმეს აკეთებს მათთვის სკოლა. 

კლიპის გადაღების პროცესში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათ გულწრფელად ისაუბრეს და სკოლას წარმატეტები უსურვეს.

„ყველაფერი იწყება სკოლის ზარით“.
კეთილი, სანდო, პატიოსანი, ერთგული, მყუდრო და საყვარელი ფერიის საჯარო სკოლა!
სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია, აქედან იწყებ თვალსაწიერის გაფართოებას, ახლის შეცნობას, კულტურას,ზნეობას.
...და რადგან კარგად ვაცნობიერებთ სკოლის როლს ჩვენი, როგორც პიროვნებების აღზრდა განათლების საქმეში, გვსურს გამოვხატოთ საკუთარი დამოკიდებულება მშობლიური ფერიის საჯარო სკოლისადმი.

როგორც ამბობენ, „მასწავლებელთა საუკეთესო შემფასებლები მოსწავლეები არიან“, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ფერიის საჯარო სკოლა დაინტერესებულთათვის იმ ჭრილში დაგვენახებინა, რომელშიც თავად ამ სკოლის აღსაზრდელები ხედავენ მას და არამარტო აღსაზრდელები.

„პედაგოგები ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ემსახურებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საპატიო საქმეს, მათი აღზრდილი ადამიანები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში. იყო ცრემლი და ღიმილი, მოგონებები და მადლობის სიტყვები მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის“.

მაშ, თვალი შევავლოთ ამ ბავშვობის ცოცხალ შთაბეჭდილებებს და წარმოდგენებს და შევაღოთ ჩვენი სკოლის მღელვარე ცხოვრების კარი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ბმული:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განაცხადის გასაკეთებლად ვადა 28 აგვისტომდე გაქვტ - სავალდებულო დოკუმენტაცია და ყველა სხვა დეტალი

პიროვნება

„იმ სკოლის ხელმძღვანელი გავხდი, სადაც ვსწავლობდი, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და სადაც ჩემი შვილები გავზარდე...“

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

განსაკუთრებით აღსანიშნავია პატარა მოსწავლეების განწყობა, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს

სკოლაში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა სუფევდა

სასკოლო საზოგადოება ერთმანეთის წინსვლასა და წარმატებას მუდამ მხარ უჭერს

მოსწავლეთა ამაღლებულმა განწყობამ იქ მყოფი საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მხარში უდგას და მათ თითოეულ მიღწევას სიხარულით იზიარებს

 

სიახლეები
საზოგადოება