მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
7 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართება STEAM კონფერენცია, რომლის მიზანია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაცია.
კონფერენცია ტარდება ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლები.
კონფერენცია წარიმართება გამოფენის ფორმატში და მასზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტები. სკოლებისთვის ეს არის შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ასევე შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მხრიდან მიიღონ უკუკავშირი. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ის სკოლებიც, რომლებმაც განსხვავებული პროექტები შექმნეს.
მოწვეული სტუმრები პროექტის შემსრულებლებისგან ინდივიდუალურად შეიტყობენ პროექტის აქტუალურობისა და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ ინფორმაციას.
ინფორმაციისთვის გასულ სასწავლო წელს, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, STEAM-ის ექსპერტების მიერ სკოლებს დაეგზავნათ ახლად შექმნილი STEAM პროექტები. ექსპერტების მიერ დაიგეგმა და ჩატარდა ყოველკვირეული კონსულტაციები. სკოლების გარკვეულმა ნაწილმა, რომელმაც აღნიშნული პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა ა.წ. 7 ივლისს დაგეგმილ კონფერენცია-გამოფენაში იღებენ მონაწილეობას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით