სიახლეები
სიახლეები

რას ნიშნავს სწავლის უნივერსალური დიზაინი? – განმარტება და მისი უპირატესობა
18-07-2022
-
+


სწავლების თანამედროვე მიდგომა, რომელიც უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება, ყველა მოსწავლისთვის სწავლის თანაბარ შესაძლებლობას ქმნის, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა. მისი ძირითადი პრინციპია სწავლა-სწავლებისას მოხდეს ყველა მოსწავლისთვის რელევანტური სასწავლო მეთოდების, მასალის და შეფასების სისტემის გამოყენება. სწორედ ამიტომ სწავლების ამ მიდგომას „უნივერსალური“ ეწოდება.

უნივერსალური დიზაინის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ პრინციპების გათვალისწინებით დაგეგმილი სწავლის პროცესი შედეგის მომტანია ყველასთვის და არა მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისთვის. სწავლა/სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგ კომპონენტებს:

  • როგორ და რა გზებით ხდება მოზარდისთვის ცოდნის გადაცემა, ინფორმაციის მიწოდება? ამ დროს აქცენტი კეთდება ინფორმაციის და შინაარსის წარდგენის მრავალფეროვან გზებზე, რათა ინფორმაციის აღქმა, გაგება და გადამუშავება ეფექტურად მოხდეს.
  • როგორ და რა გზებით ხდება მოზარდის მხრიდან ცოდნის დემონსტრირება? ამ დროს აქცენტი კეთდება ცოდნის გადმოცემის, გამოხატვის და აქტივობის შესრულების მრავალფეროვან გზებზე.

უნივერსალური დიზაინის პრინციპების თანახმად, იმისათვის რომ სწავლის პროცესი წარმატებით განხორციელდეს მოსწავლისთვის ცხადად უნდა იყოს მოცემული შემდეგი სამი საკითხი:

  1. ინფორმაციის წარდგენის მრავალფეროვანი გზა: რას ვსწავლობ? რას ვხედავ, რა მესმის, რას ვკითხულობ?
  1. გამოხატვის მრავალფეროვანი გზა: როგორ ვსწავლობ? ცოდნის გადმოცემის, აქტივობის და გამოხატვის რა გზებს ვიყენებ?
  1. მოტივაციის (ჩართვის) მრავალფეროვანი გზა: რატომ ვსწავლობ? რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ცოდნა? როგორ გამოვიყენებ მას?

უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით დაგეგმილი სასწავლო პროცესის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა რესურსების გამოყენებით მოსწავლისთვის მისაწვდომი ხდება სასწავლო მასალა, შინაარსი და მეთოდი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება