მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში 2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას სიღრმისეული განათლება მისცეს.
ამასთან, სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებმა არაერთ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომელთა შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მე-9 კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალება მათემატიკაში - „დისტანციური სწავლების პროცესი“ (კვლევა); მიმართულება - სტატისტიკა; სასწავლო თემა : მონაცემები.
საინტერესო კომპლექსური დავალება მოსწავლეებს მასწავლებელმა, ნინო ბუხნიკაშვილმა შესთავაზა.
მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების წარდგენამდე შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები: შეადგინეს კითხვარი, შეარჩიეს რესპონდენტები, მოიძიეს მონაცემები, შედეგები შეაჯამეს, გააანალიზეს და საკუთარი ნაშრომების პრეზენტაცია ჩაატარეს.
პრეზენტაციები იყო საინტერესო და მრავალფეროვანი. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად შეაჯამეს გაკვეთილი, ისაუბრეს ნასწავლის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და ყოველდღიურობაში მის გამოყენებაზე.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბეჯით მეცხრეკლასელებს საყვარელ ნინო მასწავლებელთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება