სიახლეები
სკოლები

ბევრი კარგი გაკვეთილი, ღონისძიება, პროექტი, კონფერენცია, ოლიმპიადა თუ შეჯიბრი - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში სასწავლო წელი შეაჯამეს
06-07-2022
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი თუ აქტივობა განახორციელეს.

სასკოლო საზოგადოებამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც თითოეული წარმატება, ღონისძიება, პროექტი და მრავალი სხვა საინტერესოდ შეაჯერეს.

„დასრულდა 2021-2022 სასწავლო წელი! გამორჩეულად, ღირსეულად და როგორც ჩვენს 140 წლოვან სკოლას შეჰფერის, ისე განვვლეთ ეს პერიოდიც.

ბევრი კარგი გაკვეთილი, ღონისძიება, პროექტი, კონფერენცია, ოლიმპიადა, სპორტული შეჯიბრი თუ სხვა მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ.

ბევრი წარმატება დავიმსახურეთ, ბევრჯერ გავიხარეთ, ბევრჯერ ვიამაყეთ და გულიც ბევრჯერ გვეტკინა.... მაგრამ გავუძელით, შევძელით და თქვენამდე, „სხვებამდე“ მოვიტანეთ ის, რასაც სკოლის ხვალინდელი დღის იმედი ჰქვია.

წლის შემაჯამებელი ანგარიშით წარვსდექით სტუმრების წინაშე! მთელი სასწავლო წლის მანძლზე ჩვენი მასწავლებლების მიერ ჩატარებული ღონისძიებები, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტები, ოლიმპიადები, კონკურსები მიმოვიხილეთ.

ამასთანავე, მოწვეულ სტუმრებს X3 (დამრიგებელი თიკო სვანიძე) კლასელთა წიგნი წარვუდგინეთ. „აღმოაჩინე ქუთაისი“ - მარიამ ჟორჟოლიანის, მარიამ კვერნაძის, ლიზი კვიმსაძის, გურამ ბანძელაძისა და სანდრო ხანთაძის ავტორობით შეიქმნა. მოსწავლეთა იდეა, ქუთაისში არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ მოეძიებინათ ინფორმაცია მათი დაარსების, მნიშვნელობისა და ადგილმდებარეობის შესახებ, შემდგომ ეს წიგნად აეკინძათ და ასე გაემარტივებინათ მათი თანატოლებისთვის ქუთაისის ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მოძიება-მონახულება, მალევე რეალობა იქცა. სკოლის დირექციის დახმარებით მათი ოცნება განხორციელდა. ამ წიგნში თითოეული სტრიქონი, თითოეული ფოტო ჩვენი მოსწავლეების მიერ არის დაწერილ-გადაღებული. ამიტომაც არის ჩვენთვის ძვირფასი და გასაფრთხილებელი. ამიტომაც, განსაკუთრებულად წარვუდგინეთ სტუმრებს ის!

ღონისძიებაზე ასევე მეორე წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. „გიმზანიის მემკვიდრეობა“, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხულ ნაშრომებს, ეძღვნება პროფ. ტარიელ ფუტკარაძეს - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დიდ მეგობარს, მომავალი თაობების აღმზრდელს და ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის იდეის თანაავტორს.

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 2021 წლის ივნისის თვეში, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში განხორციელდა, მიეძღვნა ცნობილი ენათმეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის, პროფესორ ტარიელ ფუტაკარაძის დაბადებიდან სამოცდამეერთე წლისთავს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 5 მუნიციპალიტეტის: ქუთაისის, წყალტუბოს, საჩხერეს, შუახევისა და ტყიბულის 9 სკოლის 12-მა მოსწავლემ.

სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალის „გიმნაზიის მემკვიდრეობის“ მესამე ტომში თავმოყრილია იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის ერთობლივი მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერეცნიის მასალები.

და ბოლოს, ყველაზე ემოციური, სასიხარულო და საამაყო ნაწილი ჩვენი ღონისძიებისა...

ქუთაისის ქართული გიმნაზიის, დღევანდელი იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის სახელოვანი პედაგოგები მართლაც რომ მედგრად იდგნენ და დგანან ეროვნული სულიერების სადარაჯოზე, მაღალი ერუდიციითა და საგანმანათლებლო უნარით ღირსეულად რომ განამტკიცებენ ქართული პედაგოგიური კულტურის მდიდარ ტრადიციებს.

დღეს ჩვენთვის - არავინ და არაფერია დავიწყებული!

ჩვენი სკოლა ყოველთვის დიდ პატივს მიაგებდა სკოლის ღირსების სადარაჯოზე მდგარ პედაგოგებს!

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჩვენი სკოლის ჰოლში, სამი დიდი პედაგოგის, სკოლის მაჯისცემაზე მოყურადე პიროვნებების: ალექსანდრე სანდუხაძის, ნუნუ ქანდარიასა და მედეა კალანდარიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა!

ვარსკვლავის გახსნაზე ალექსანდრე სანდუხაძის ოჯახის წევრები და ჩვენი ამაგდარი ქალბატონები - ნუნუ ქანდარია და მედეა კალანდარიშვილი იმყოფებოდნენ.

ასევე, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ამირან კოპალიანი, ქუთაისის საჯარო თუ კერძო სკოლების დირექტორები და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განაცხადის გასაკეთებლად ვადა 28 აგვისტომდე გაქვტ - სავალდებულო დოკუმენტაცია და ყველა სხვა დეტალი

პიროვნება

„იმ სკოლის ხელმძღვანელი გავხდი, სადაც ვსწავლობდი, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და სადაც ჩემი შვილები გავზარდე...“

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

განსაკუთრებით აღსანიშნავია პატარა მოსწავლეების განწყობა, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს

სკოლაში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა სუფევდა

სასკოლო საზოგადოება ერთმანეთის წინსვლასა და წარმატებას მუდამ მხარ უჭერს

მოსწავლეთა ამაღლებულმა განწყობამ იქ მყოფი საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მხარში უდგას და მათ თითოეულ მიღწევას სიხარულით იზიარებს

 

სიახლეები
საზოგადოება