სიახლეები
სკოლები

თელეთის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
06-07-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

თელეთის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ.

2019-2020 და 2020-2021 წლების წარჩინებით დასრულებისთვის ჯილდო სკოლის ექვსმა მოსწავლემ: თინათინ ლალიაშვილმა, თათია ჯამალაშვილმა, გიორგი მერაბიშვილმა, მიხეილ მალაციძემ, ნოდარ იაშვილმა და ქეთი კიკოლაშვილმა დაიმსახურა.

„მადლობა სკოლას, მადლობა დამრიგებლებს, მადლობა თითოეული საგნის მასწავლებელს მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განაცხადის გასაკეთებლად ვადა 28 აგვისტომდე გაქვტ - სავალდებულო დოკუმენტაცია და ყველა სხვა დეტალი

პიროვნება

„იმ სკოლის ხელმძღვანელი გავხდი, სადაც ვსწავლობდი, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და სადაც ჩემი შვილები გავზარდე...“

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

განსაკუთრებით აღსანიშნავია პატარა მოსწავლეების განწყობა, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს

სკოლაში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა სუფევდა

სასკოლო საზოგადოება ერთმანეთის წინსვლასა და წარმატებას მუდამ მხარ უჭერს

მოსწავლეთა ამაღლებულმა განწყობამ იქ მყოფი საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მხარში უდგას და მათ თითოეულ მიღწევას სიხარულით იზიარებს

 

სიახლეები
საზოგადოება