გამოცდების ჩატარებისა და გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა
12-07-2022
დაკოპირებულია
-
+
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
საგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატაროს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზნებისათვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მაგისტრანტობის კანდიდატებს დამატებით ჩაუტაროს ტესტირება საერთო სამაგისტრო გამოცდის იმ ნაწილში/ნაწილებში, რომელსაც ისინი ვერ დაესწრნენ საგამოცდო დღეს ან საგამოცდო დღემდე 7 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო.
დამატებითი გამოცდისას გამოყენებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი