მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას სიღრმისეული განათლება მისცეს. განვლილი სასწავლო წლის მანძილზე მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, წრომის საჯარო სკოლის მე-2, მე-5 კლასის (დამრიგებელი ლალი სარალიძე) თაოსნობით ჩატარებული სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მადლიერების გამოხატვა სკოლისადმი, რომელიც ზრუნავს მომავალი თაობის განვითარებაზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს იყო ინიციატივის შეთავაზების ლამაზი ფორმა, რომლის მიზანი გახლდათ -15 ივნისი გამოცხადებულიყო მადლიერების დღედ და სკოლის დღესასწაულად ქცეულიყო. შეთავაზება სკოლის დირექციამ საინტერესო იდეად მიიღო და დანერგვაც გადაწყვიტა.
„დღემ მართლა საინტერესოდ და დიდი ემოციებით ჩაიარა, სამადლობელო და მოსაფერებელი სიტყვებით დაემშვიდობნენ სკოლას პატარები, ახალ სასწავლო წელს კი ახალი იმედებით და მიზნებით დატვირთულები შეგვპირდნენ სკოლაში დაბრუნებას.
- ამ ზეიმში არა მარტო ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, არამედ, საკუთარი ინიციატივით ჩაერთო მე-6, მე-9 კლასის რამდენიმე მოსწავლეც. მიზანი უკვე მიღწეულია, 15 ივნისს სკოლის ზეიმი შედგა: „ამ მადლიან მადლისთვის, გმადლობთ მასწავლებელო“-ამბობს კლასის და ღონისძიების ხელმძღვანელი ლალი სარალიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ანა კვირიკაძემ, ნინო ხონელიძემ და ფიქრია ლომიძემ
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო