სიახლეები
სკოლები

უჩხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას უდიდესი დრო და ყურადღება ეთმობა
07-07-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში წლის განმავლობაში მოსწავლეებში წიგნებისადმი სიყვარულის გაღვივებაზე აქტიურად ზრუნავდნენ.

სასწავლო წელს დირექტორის, მერი თავარქილაძის ხელმძღვანელობით სკოლაში ახალი საბავშვო წიგნები შეიტანეს და ასევე, სხვადასხვა პროექტებში პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

„სასწავლო წელს სკოლის დირექციამ ბავშვების სურვილების გათვალისწინებით ახალი წიგნები შემოიტანა სხვადასხვა სერიისა და მკითხველთა კატეგორიების მიხედვით, რისთვისაც მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ქალბატონ მერი თავართქილაძეს.

ასევე შემოვიდა სხვადასხვა პროექტები. მოსწავლეებმა წელსაც გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება, მე რა თქმა უნდა ყველა შემოსულ პროექტს ვაცნობ მკითხველებს და ვურჩევ მონაწილეობის მიღებას; შევხვდი რამდენიმე კლასის მოსწავლეებს, ვესაუბრე და გავაცანი ინფორმაცია ბათუმის ამერიკული კუთხის პროექტის - „საზაფხულო კითხვის“ კონკურსის შესახებ.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები გასულ წელს ჩაერთნენ აღნიშნულ კითხვაში და წარმატებულად 10 ოქროს და 2 ვერცხლის სერტიფიკატი მიიღეს, წელს მკითხველები გაორმაგდებიან.

მე შეხვედრებს და ინფორმაციის მიწოდებას კიდევ ვაგრძელებ და ჩემი სურვილია უფრო მეტი ბავშვი ჩაერთოს ამ პროექტში.

წარმატებები ბავშვებო, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით სწავლისა და კითხვის ფასი, რადგანაც საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება განათლებული მომავალი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განაცხადის გასაკეთებლად ვადა 28 აგვისტომდე გაქვტ - სავალდებულო დოკუმენტაცია და ყველა სხვა დეტალი

ინფორმაცია სკოლაში დასაქმების მსურველებისთვის 

საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური, ამაღელვებელი და დაუვიწყარი იყო

გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელმაც მთელი სასკოლო საზოგადოება გააერთიანა

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს

გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ წმიდა თამარ მეფის პარაკლისი გადაიხადა

პედაგოგი პატარებს საგამანათლებლო თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას ჰპირდება 

სიახლეები
საზოგადოება