„დაგილოცავთ სტუდენტობისკენ მიმავალ გზას“- ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექცია აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
07-07-2022
დაკოპირებულია
-
+
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ ტრადიციულად დაირეკა.
სკოლის პედაგოგები და დირექცია მეთორმეტეკლასელებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებენ და მათ გასამხნევებლად წერილს ავრცელებენ:
„ჩემო პატარა მაგრამ უკვე დიდო და დაფრთიანებულო მეგობრებო. ჩვენი სკოლის სახელით, წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ წინა საგამოცდოთ: უფლის წყალობა, ლოცვა და კურთხევა ნუ მოგკლებოდეთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი ყველგან და ყოველთვის. ყველანი უკლებლივ ყოფილიყავით ბედნიერების და იმ ოცნებების ასრულების ღირსი, რასაც ნატრობდით და ჩაუთქვით 2021_2022 სასწავლო წელს.
სულ სხვა პასუხისმგებლობები და მოვალეობები გეკისრებათ და ეს გზა, რასაც სტუდენტობა ჰქვია ღირსეულად გადაგელახოთ. მე მჯერა თქვენი და თქვენი შესაძლებლობის. მე კი დაველოდები და ვახარებ მთელს საზოგადოებას თითოეული თქვენგანის წარმატებას, თქვენში ვხედავ სამომავლოდ: კარგ მედიცინის დოქტორს, ძლიერ იურისტს, საზღვაო ხომალდის წამყვან კაპიტანს, ცნობილ ენათმეცნიერს, ინჟინერთმცოდნეს, საუკეთესო ფინანსისტს, მომავალ დიპლომატს.
ანა აბულაძე, მარიამ ბოლქვაძე, მარიკა რიჟვაძე, მარიამი მელაძე, შოთა აბულაძე, ნინი მელაძე, სალომე რიჟვაძე, მარი რიჟვაძე, ანრი მელაძე, ლიზი რიჟვაძე, გიორგი რიჟვაძე, თაკო რიჟვაძე, გიორგი ბოლქვაძე, ლუკა ბოლქვაძე - ეს ქვეყანა თქვენია.
ჩვენი სკოლის მშვენება და სიამაყე იყავით და თქვენი სახით არაერთი უმაღლეს სასწავლებლის საამაყო სტუდენტებიც იქნებით. დაგილოცავთ სტუდენტობისკენ მიმავალ გზას. თქვენ ხართ ის მომავალი თაობა, რომლებმაც თითო აგური უნდა დადოს ქვეყნის აღმშენლობისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.