TOP ნიუსი
სიახლეები
სამასწავლებლო

„ჩემი ცხოვრება სკოლა, ტრენინგები და სახლია“- როგორ ატარებენ თავისუფალ დროს დირექტორები?
07-07-2022
-
+


ზაფხული ის დროა, როდესაც დირექტორებს, პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, მეტ-ნაკლებად საშუალება ეძლევათ ჰობისთვის დრო გამონახონ.

etaloni.ge დაინტერესდა, რით არიან დაკავებულნი საჯარო სკოლების დირექტორები თავისუფალ დროს და რა არის მათი ჰობი?

გუსეინ მუსაევი, ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

„თავისუფალ დროს ფრენბურთის თამაში მიყვარს; ზოგადად სპორტს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდიო“.

ზიათხან სარდაროვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„თავისუფალ დროს ჭადრაკს ვუთმობ“.

ავთანდილ მამედოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჯერ-ჯერობით კვლავ სკოლაში დავდივარ, თუმცა, ზოგადად ჭადრაკის თამაში მიყვარს და თავისუფალ დროს ვცდილობ საყვარელი საქმით დავკავდე“.

ელშად გასანოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ბავშვებთან ყოფნაა; მიყვარს სკოლაში ყოფნა და გაკვეთილების ჩატარება“.

ლალაზარ ნასიბოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„სამწუხაროდ, სოფელში ბევრი გასართობით განებივრებულნი არ ვართ. ჩემი ცხოვრება სკოლა, ტრენინგები და სახლია. სახლში ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება“.

დოლხან ალიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ტრენინგებს ხშირად ვესწრები და თავისუფალი დრო მთლიანად მას მიაქვს“.

ნურადდინ აბბასოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„პირადად მე სულ ტრენინგებზე ვარ და სამწუხაროდ, დრო სხვა არაფრისთვის მრჩება“.

რამიზ მამედალიზადე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ჭადრაკის თამაში, მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ასევე, მდინარეზე სიარული“.

არეკნაზ გარიბიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემი ჰობია კითხვა და ყვავილების მოვლა. ასევე, ძალიან მიყვარს მოგზაურობა“.

ხაზეინ მუსაევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან მიყვარს სიახლეების მოსმენა და ყურება, ამიტომ თავისუფალ დროს სიახლეებს აქტიურად ვეცნობი“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება