სიახლეები
სკოლები

თხილვანის, მთისუბნის და ქვემო თხილვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის შეჯიბრში საპრიზო ადგილები გადაინაწილეს
07-07-2022
-
+


ტბელ აბუსერისძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლების ვაჟა ჯაბნიძის ხელმძღვანელობით სკოლებს შორის მინი ფეხბურთში შეჯიბრება მოეწყო.

შეჯიბრებაში რამდენიმე სკოლა, მათ შორის თავად თხილვანის, ასევე შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ​ მთისუბნის და დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.

სკოლებს შორის შეჯიბრებაში კი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი - თხილვანის სკოლა;

II ადგილი - მთისუბნის სკოლა

III ადგილი - ქვემო თხილვანის სკოლა.

შეჯიბრების შემდეგ გაიმართა დაჯილდოება. პირველ ადგილზე გასულ სკოლის გუნდს თასი, დიპლომი და მედალი გადაეცა. მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი დიპლომები და მედლები.

სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორსა და მონაწილე სკოლებს აქტიურობისათვის; ასევე სამომავლოდ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებში შეჯიბრებები დაიგეგმა. გამარჯვებული სკოლები მუნიციპალურ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს

საკითხის გასარკვევად etaloni.ge თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო გოგსაძეს დაუკავშირდა

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

ბავშვებმა მასწავლებელი და ერთმანეთი გაიცნეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს

„განსაკუთრებულად ვულოცავთ პირველკლასელებს, პირველად რომ შემოაბიჯეს სკოლის კედლებში“

დირექტორმა - მარინა ბრეგვაძემ და პედაგოგებმა სასწავლო პროცესის განახლება მოსწავლეებს დღესასწაულად უქციეს
ნაირა დევდარიანს, პროგრამის ფარგლებში, გეოგრაფიის წლის საუკეთესო  მასწავლებლის პრემია გადაეც
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაცისა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს
სიახლეები
საზოგადოება