მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის განმავლობაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭის, ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეები პირველ მასწავლებელს, ემა ფიფიას დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ და დაუვიწყარი და ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს.
„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ ოთხი წარმატებული წლის დამთავრებას და მომდევნო საფეხურზე გადასვლას. გისურვებთ თქვენი სასკოლო თუ სკოლის შემდგომი წლები ყოფილიყოს საამაყო და სავსე წარმატებებით ყოველი თქვენგანისთვის. ძვირფასო მშობლებო, გეხაროთ მათი ნათელი მომავლით“,- ამ სიტყვებით გამოემშვიდობა პედაგოგი ემა ფიფია საყვარელ მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა კი პედაგოგს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
„მადლობა ემა მასწავლებელო გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო