მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წელი სასკოლო საზოგადოებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. მოსწავლეებიც ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სასწავლო პროცესში ნაყოფიერი და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთი სასწავლო წელი მიითვალა ჩვენი სკოლის ისტორიამ. სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე წელი. პანდემიამ სკოლის საქმიანობასაც დაასვა დაღი საგრძნობლად, მაგრამ მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენი სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებთან ერთად, დაუზოგავი შრომის ფასად უმკლავდებოდნენ გამოწვევებს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს სასწავლო წელი ნაყოფიერი და წარმატებული გამოდგა არსებული მძიმე ვითარების ფონზე. გვინდა მადლიერება გამოვხატოთ თითოეული მასწავლებლის, კლასის დამრიგებლის, მოსწავლისა თუ მშობლის მიმართ, რომლებმაც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანეს იმისთვის, რომ სასკოლო ცხოვრება ყოფილიყო ფერადი და საინტერესო.
შეუძლებელია განსაკუთრებით არ აღინიშნოს და არ დაფასდეს იმ მასწავლებელთა საქმიანობა, რომლებმაც არაერთი შემეცნებითი, სახალისო და მრავლისმომცემი აქტივობებით გაულამაზეს ჩვენს აღსაზრდელებს სასკოლო გარემო. უღრმესი მადლობა ამისთვის პედაგოგებს: ლეილა ბერიშვილს, ცირა მიქავას, ნინო ზაქარაიას, მამუკა ქირიას, მანანა მალანიას, ელისო ლატარიას, ლანა პაჭკორიას, მარინე ქირიას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სასწავლო წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. უფრო მიმზიდველს გახდით თქვენი მრავალფეროვანი მოღვაწეობით. გელოდებით მეტი შემართებით, განახლებული ძალებითა და ახალ-ახალი იდეებით მომავალ სასწავლო წელს. მხიარულ და მშვიდობიან არდადეგებს გისურვებთ ძვირფასებო!მომავალ შეხვედრამდე!“,- ვკითხულობთ დირექციის წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო