TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

რას ნიშნავს ციფრული მოქალაქეობა და რატომაა მასწავლებლებისთვის მისი ცოდნა აუცილებელი?
17-07-2022
-
+


ციფრული მოქალაქე არის ადამიანი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ციფრულ სამყაროში. კარგი ციფრული მოქალაქეობა კი ონლაინ სივრცეში ქცევის წესების გათვალისწინებას, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას გულისხმობს.

ციფრული წიგნიერება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების ჩამონათვალში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე უნდა დაეუფლონ ციფრულ სამყაროში ქცევის წესებს და უნდა იცოდნენ უფლება-მოვალეობები, რომელიც ონლაინ სივრცეში აკისრიათ. როდესაც ვსაუბრობთ სწავლებაზე, თავისთავად მოიაზრება, რომ, პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა ერკვეოდეს ციფრული სამყაროში, იცავდეს და ითვალისწინებდეს იმ წესებს, რასაც კარგი ციფრული მოქალაქეობა გულისხმობს.

დღეისათვის, როდესაც სოციალურ ქსელებში ათასგვარი ინფორმაცია ვრცელდება, რთულია გაარჩიო, რომელია სიმართლე და რომელი - ტყუილი. მასწავლებელს კი ონლაინ სივრცეში არსებული ყალბი ახალი ამბისა და ცრუ ინფორმაციის იდენტიფიკაცია უნდა შეეძლოს. 

დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციის, პროპაგანდისა და პოპულისტური განცხადებების გარჩევას გარკვეული უნარ - ჩვევების ქონა, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების, კერძოდ კი, განსხვავებული ნარატივის მქონე წყაროების, შესწავლის უნარი სჭირდება. ციფრულ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, თითოეული მოვლენისა თუ განცხადების მიღმა დამალული მოტივების, სურვილებისა და მიზნების აღქმა.

გთავაზობთ ამონარიდს მასწავლებელთა პროფესიული უნარების საგამოცდო ლიტერატურიდან, რომელიც ციფრული მოქალაქეობის მნიშვნელობას ეხება.

რა შეუძლია კომპეტენტურ ადამიანს:

  • კრიტიკული ანალიზი, შეფასება, მიკერძოებული ინტერაქციის, პროპაგანდის, ყალბი ინფორმაციის თუ დეზინფორმაციის შეფასება და თავის არიდება,
  • სოციალური და პოლიტიკური პრობლემების მრავალფეროვნების აღქმა, გააზრება, რომ მსგავსი საკითხები ყოველთვის მარტივი პასუხებითა და გადაწყვეტილებებით ვერ გადაიჭრება,
  • განსხვავებული პერსპექტივების, შეხედულებების, რწმენების დაშვება, გაგება და დაფასება. გააზრება, რომ სხვათა შეფასება ისევე ვალიდურია, როგორიც - საკუთარი; გააზრება, რომ არაძალადობრივი დემოკრატიული მეთოდები ადამიანების მიერ აზრის გამოხატვის ეფექტური გზაა, განსხვავებული მოსაზრებების მიღება, პოლიტიკური და სოციალური მიზნების განხორციელების უნარი,
  • ადამიანის ღირსების, უფლებების, კულტურული განსხვავებების, დემოკრატიულობის, თანასწორობისა და სამართლიანობის, სამართლისა და კანონიერების დაფასება. ღიაობა კულტურული განსხვავებებისა და განსხვავებული მოსაზრებების, მსოფლმხედველობისა და განსხვავებული გამოცდილებების მიმართ.
  • ადამიანთა პატივისცემა, რომლებიც არ იზიარებენ მის მოსაზრებას ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვის ფარგლებში.

რას აკეთებს ადამიანი, რომელსაც საჭირო კომპეტენციები აკლია:

  • გავრცელებული აზრის ნაკლებად კრიტიკულად და გადაუმოწმებლად მიღება,
  • „ჩვენ მათ წინააღმდეგ“ მიდგომის განვითარება, ან მხარდაჭერა ნებისმიერი დავის დროს, განზოგადება და დეტალური დასაბუთების გარეშე აზროვნება,
  • პრობლემის მხოლოდ იმ ჯგუფის პოზიციიდან შეფასება, რომელსაც თავად მიეკუთვნება. მიჩნევა, რომ სწორედ ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური მოსაზრება; სოციალურ საკითხებთან, ან განსხვავებულ აზრთან არასამართლიანი, ძალადობრივი, ან ჯგუფების ურთიერთდამაპირისპირებელი ზომების მიღება, წახალისება და მხარდაჭერა,
  • საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის უფლებების აღიარება, კულტურული მრავალფეროვნების აღქმა საფრთხედ.
  • დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლიანობის, კანონიერების პრინციპების უგულებელყოფა საზოგადოების ერთი კონკრეტული ჯგუფის სასარგებლოდ.

როგორც ჩანს, ციფრული მოქალაქეობა იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ციფრულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა არის მისაღები ქცევა ონლაინ სამყაროში და უნდა შეეძლოს ტყუილ-მართალი ინფორმაციის გარჩევა. ეს უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის, რადგან არც თავად გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი და არც სხვებს მოახვიონ თავს მცდარი ინფორმაციები.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

პიროვნება
სკოლები

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება